სამხრეთ აფრიკაში გაზის ტანკერის აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 50-მდე კი დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, მეტროპოლიტენის ხიდის ქვეშ გაიჭედა, ბიძგებმა კი საწვავის აალება გამოიწვია.
აფეთქების შედეგად, ასევე, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და საავადმყოფო, საავადმყოფოს შენობის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია დაიწყო.
წყარო: pia.ge