კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განმარტებით, მოსკოვი არ აღიარებს დასავლური ქვეყნების ჯგუფის მიერ დაწესებულ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარს.
დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რამდენიმე ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის შემოღება არ იმოქმედებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაფინანსებაზე და მიმდინარეობაზე.
პესკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ რუსეთი საპასუხო ზომებს მოამზადებს.
„აქ ერთი რამ აშკარაა – ჩვენ არ ვაღიარებთ ფასების ლიმიტს. ერთი რამ ცხადი და უდავოა: ამ გადაწყვეტილებების მიღება არის ნაბიჯი მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციისკენ“, – დასძენს კრემლის პრესსპიკერი.