მაროკოში, ერთ-ერთ პორტთან, გაზის საცავში აფეთქება მოხდა

მაროკოს სანაპიროზე გაზის შესანახ საცავში აფეთქება მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა – ინფორმაციას arabnews ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია განხორცილდა.

მათი ცნობით, კასაბლანკას ჩრდილოეთით 15 კილომეტრში მდებარე ატლანტიკური პორტი მოჰამედიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად, მსხვერპლი არ დაფიქსირებულა.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო MAP-ის ცნობით, ხანძრის შედეგად ხუთი ტანკი განადგურდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

Leave a Reply