Tag Archives: #ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული შეთანხმების განახლებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს დღემდე. ჰოსეინ ამირ-აბდოლლაჰიანის თქმით, „თუ აშშ პრაგმატულად იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებიც ბირთვული შეთანხმების ერთობლივ კომისიაში შედიან, შეიკრიბონ ვენაში და დავასრულოთ მუშაობა შეთანხმებაზე“. ამირ-აბდოლლაჰიანმა ეს განაცხადა დამასკში პრესკონფერენციაზე 23 მარტს. „გადავეცით ჩვენი ბოლო წინადადებები ...

Read More »

აშშ ირანიდან ნავთობის იმპორტს გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ირანიდან ნავთობის იმპორტის განახლების შესაძლებლობას რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე უარის თქმის შემდეგ. 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ნედ პრაისის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „ჩვენ არ ვაპირებთ რუსული ნავთობის ირანული ნავთობით ჩანაცვლებას. ეს ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა მან. პრაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს

ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საჭირო რაოდენობის მიწოდებაზე, რაც სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს. „ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის ბაზრის წილი“, განაცხადა NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა. „სანქციების და სანქციების შემდგომ ...

Read More »

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრება ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბოლაჰიანი 15 მარტს მოსკოვში გაემგზავრება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებების გასამართად, იტყობინება ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მანამდე საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და გერმანიამ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებას საფრთხე ექმნება რუსეთის მოთხოვნების გამო, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა მაშინ, როცა მოსკოვს ფართო მასშტაბის სანქციები დაუწესდა უკრაინაში შეჭრის გამო. 2015 წელს მიღწეული ისტორიული შეთანხმების განახლების ...

Read More »

ირანთან ბირთვული შეთანხმება შესაძლოა ჩაიშალოს რუსეთის მოთხოვნების გამო

საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ 12 მარტს რუსეთი გააფრთხილეს, რომ მისმა მოთხოვნებმა, გარანტირებული ჰქონდეს ირანთან ვაჭრობა, შესაძლოა ჩაშალოს თითქმის დასრულებული ბირთვული შეთანხმება. სამი ქვეყანა, რომლებიც ირანთან 2015 წელს გაფორმებული, გარღვევად მიჩნეული ბირთვული ხელშეკრულების ხელმომწერ სახელმწიფოთა შორის იყვნენ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ირანის ბირთვული ხელშეკრულება არავინ უნდა გამოიყენოს სხვა შინაარსის გარანტიების მოსაპოვებლად. “ეს ქმნის შეთანხმების ჩაშლის საფრთხეს, რაც ირანის ხალხს ...

Read More »

ვენაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკების მორიგი რაუნდი დაიწყო

ავსტრიის დედაქალაქში ალი ბაღერი ყანი ჩავიდა. ის ირანის დელეგაციის ხელმძღვანელია, რომელიც ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით დაწყებული მოლაპარაკების, მორიგ რაუნდში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას თეირანი ავრცელებს. ირანის საინფორმაციო სააგენტოს ISNA ცნობით, ყანი ვენაში დღეს ჩაფრინდა. 2015 წელს ირანთან დადებული საერთაშორისო შეთანხმების საფუძელზე, თეირანს სანქციები მოუხსნეს, სანაცვლოდ კი ირანს ბირთვული აქტივობა უნდა შეეზღუდა. 2018 წელს, თეირანის მხრიდან პირობების შეუსრულებლობის ბრალდებით, ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ...

Read More »

ირანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოთხოვნები ბირთვულ მოლაპარაკებაზე „არაკონსტრუქციულია“

რუსეთის ჩარევის მიზანია საკუთარი ინტერესების უზრუნველყოფა და ვენის ბირთვულ მოლაპარაკებაზე მოსკოვი „არაკონსტრუქციულად“ მოქმედებს, მიიჩნევს ირანის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომლის ნათქვამი მოჰყავს ირანის სააგენტო “თასმინს”. ვენაში მიმდინარეობს მოლაპარაკება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით. მასზე ირანს და აშშ-ს ერთმანეთთან უშუალო კონტაქტი არ აქვთ. მოლაპარაკებას შუამავლობენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები: ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი და რუსეთი და მათთან ერთად გერმანია და ევროპის ...

Read More »

თეირანს აშინებს, რომ რუსეთს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს

ირანის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მოსკოვს შეუძლია ზიანი მიაყენოს ბირთვულ მოლაპარაკებებს, თუ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ბირთვულ შეთანხმებასთან დააკავშირებს. ირანის მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა გააკრიტიკა კრემლი იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს აკავშირებს ირანსა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის ბირთვული შეთანხმების დამტკიცებასთან. ეს კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 4 მარტს განაცხადა, რომ მოსკოვი ეძებს გარანტიებს ვაშინგტონისგან, ...

Read More »

ირანი ბირთვული შეთანხმების წარმატებისთვის, ამერიკული სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვენის მოლაპარაკებები, რომელიც 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების აღდგენის მიზნით იმართება, წარმატებული ვერ იქნება, თუ შეერთებული შტატები არ იქნება მზად, ირანზე დაკისრებული სანქციები გააუქმოს. „შეერთებულმა შტატებმმა უნდა დაადასტუროს თავისი ნება, რომ ირანს ძირითად საქნციებს მოუხსნის. შეთანხმების მისაღწევად, გარანტიები აუცილებელია“ – განაცხადა იბრაჰიმ რაისმა დოჰაში, ყატარის ამირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. 2015 წელს, ...

Read More »

ირანის პრეზიდენტი მონაწილეობს ყატარში მიმდინარე სამიტში გაზის საკითხებზე

ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი მონაწილეობს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ყატარში მიმდინარე სამიტში და გამოთქვამს იმედს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გააღრმავებს სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს. ეს ყატარში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია 11 წლის განმავლობაში. “ირანი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) ერთ-ერთი დამაარსებელია, რადგან ჩვენ ვართ იმ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყანას შორის, რომლებიც გაზს აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ”, – თქვა რაისიმ 20 თებერვალს ...

Read More »