ამერიკის შეერთებული შტატები არ განიხილავს ირანიდან ნავთობის იმპორტის განახლების შესაძლებლობას რუსული ენერგორესურსების შესყიდვაზე უარის თქმის შემდეგ. 15 მარტს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელ ნედ პრაისის განაცხადებაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„ჩვენ არ ვაპირებთ რუსული ნავთობის ირანული ნავთობით ჩანაცვლებას. ეს ვარიანტი არ განიხილება“, – განაცხადა მან.
პრაისმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიცია ირანიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ უცვლელი დარჩება, მიუხედავად იმისა, განახლდება თუ არა ირანული ბირთვული შეთანხმება.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ასევე განაცხადა, რომ თეირანის ატომური იარაღის მოპოვების შესაძლებლობის ჩამორთმევა თანაბრად შედის როგორც შეერთებული შტატების, ასევე რუსეთის ინტერესებში.