ირანი მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობი საკმარისი რაოდენობით მიაწოდოს. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა მზადაა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის საჭირო რაოდენობის მიწოდებაზე, რაც სანავთობო ბაზარზე ფასების სტაბილიზაციას გამოიწვევს.
„ირანის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ დაიბრუნოს და გაზარდოს ირანის ნავთობის ბაზრის წილი“, განაცხადა NIOC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მოჰსენ ხოჯასტე მეჰრმა.
„სანქციების და სანქციების შემდგომ პერიოდში ირანის მსოფლიო ბაზარზე დასაბრუნებლად საჭირო ზომები მიიღება“, – განაცხადა მან.
ირანის პოზიცია მსოფლიოს ნავთობით მიწოდებაში განსაკუთრებულია, თქვა მან და დასძინა, რომ ევროპის ნავთობგადამამუშავებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ირანი ენერგომატარებლების საიმედო მიმწოდებელია.
„NIOC-ში ჩვენ მზად ვართ დავაკმაყოფილოთ ევროპული კომპანიების მოთხოვნილებები, ისევე როგორც სხვა კომპანიებმა“, – განაცხადა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„ირანი სრულად არის მზად, მიაწოდოს ყველა პროდუქტი ირანული ნავთობიდან, რასაც ბაზარი მოითხოვს“, – ხაზგასმით აღნიშნა ხოჯასტე მეჰრმა.