Tag Archives: #ელეტრომობილი

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი შეცდომაში შეყვანის ფაქტებს. როგორც სემეკ-ში აცხადებენ, ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და ...

Read More »

IEA: მიდინარე წელს, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 5%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ინფორმაციით, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 2021 წელს 5%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი – 4%-ით. ”უკანასკნელი მონაცემებით, ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2020 წელს, COVID-19 პანდემიის ზემოქმედების შედეგად, დაახლოებით 1%-ით შემცირების შემდეგ, 2021 წლის მეორე ნახევარში გაიზრდება თითქმის 5%-ით, ხოლო 2022 წელს კიდევ 4%-ით”, – მოცემულია IEA-ს ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის ივლისის ანგარიშში. სააგენტო აღნიშნავს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნაზე ზრდას მეტწილად ადგილი ექნება ...

Read More »

Nissan-ი და Envision-ი გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების წარმოების ჰაბს ქმნიან

Nissan-მა განაცხადა, რომ კომპანია Envision-თან ერთად დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების საწარმოო ჰაბის შესაქმნელად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს. Nissan-ი 423 მილიონ გირვანქა სტერლინგს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე სანდერლენდის ქარხანაში, ახალი სრულად ელექტრო ავტომობილის საწარმოებლად დახარჯავს, ხოლო Envision-ი 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას ბატარეის უჯრედების წარმოების გასაფართოებლად განახორციელებს. Envision-ი აპირებს შექმნას ბატარეის წარმოების ობიექტი, რომლის წლიური სიმძლავრე 9 გიგავატი-საათი იქნება, ახლანდელ 1,7 გიგავატ-საათთან შედარებით. როგორც ...

Read More »

Tesla-მ მეორე კვარტალში 201 250 მანქანა გამოუშვა

Tesla-მ მეორე კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით 201 250 მანქანა აწარმოა, რაც ელექტრონული მანქანების მწარმოებლის ახალი რეკორდია. ამის შესახებ განცხადება კომპანიის ფუძემდებელმა, ილონ მასკმა გამოაქვეყნა. Bloomberg-ის ანალიტიკოსები Tesla-სგან 204,160 ავტომობილის მიწოდებას ელოდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ საბოლოო რიცხვი შეიძლება 0,5%-ით ან მეტით განსხვავდებოდეს არსებული მონაცემებისგან.

Read More »

პოლონეთში ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება

პოლონეთში 12 ივლისიდან ელექტრომობილების შეძენის მსურველებისთვის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. შესაბამის ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. პროგრამა გავრცელდება ე.წ. ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე მანქანებზე. კლიმატის საკითხებში პოლონეთის მინისტრის მოადგილემ, ირენეუშ ზისკამ განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოქალაქეებისთვის ელექტრომობილების შესაძენად სუბსიდია 18 750 (ოთხი ათასამდე ევრო) ზლოტს, ხოლო მრავალსულიანი ოჯახებისთვის – 27 000 ზლოტს (ექვსი ათასამდე ევრო) შეადგენს. სუბსიდირების მიღებას ...

Read More »

ელექტროსადენები 70%–ით გაძვირდა – „საქკაბელმა“ წარმოება გაზარდა

ელექტროსადენების ბაზარმაც, ისევე როგორც სექტორების უმრავლესობამ, პანდემიისა და ლარის კურსის ცვლილების გამო მკვეთრი ცვლილება განიცადა. კერძოდ, 70%–ით გაძვირდა ნედლეული და, შესაბამისად, გაძვირდა მისგან მიღებული პროდუქტიც. „საქკაბელის“ მმართველი პარტნიორი ედიშერ მამალაძე „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ამის მიზეზი ვალუტის ცვლილებასთან ერთად მსოფლიოში სპილენძის გაძვირებაა, თუმცა, პანდემიის დროს, ადგილობრივი წარმოება, იმპორტთან შედარებით, გაიზარდა. „საკაბელო ბაზარი გაძვრებულია რამდენიმე მიზეზის გამო – ჯერ ერთი, სავალუტო კურსის გამო, რომელიც ...

Read More »

Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

გერმანული ავტოკონცერნი Audi მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება. კომპანია ტრადიციულ წარმოებას 2033 წლიდან დაუბრუნდება. ამ სიახლის შესახებ Audi-ის კონცერნის ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა. მოსალოდნელია, რომ 2025 წელს კონცერნის საწარმოო ხაზში ელექტრომობილის 20 მოდელი ჩაეშვას.

Read More »