Nissan-ი და Envision-ი გაერთიანებულ სამეფოში ელექტრომობილების წარმოების ჰაბს ქმნიან

Nissan-მა განაცხადა, რომ კომპანია Envision-თან ერთად დიდ ბრიტანეთში ელექტრომობილების საწარმოო ჰაბის შესაქმნელად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგს დახარჯავს.

Nissan-ი 423 მილიონ გირვანქა სტერლინგს ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე სანდერლენდის ქარხანაში, ახალი სრულად ელექტრო ავტომობილის საწარმოებლად დახარჯავს, ხოლო Envision-ი 450 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიციას ბატარეის უჯრედების წარმოების გასაფართოებლად განახორციელებს.

Envision-ი აპირებს შექმნას ბატარეის წარმოების ობიექტი, რომლის წლიური სიმძლავრე 9 გიგავატი-საათი იქნება, ახლანდელ 1,7 გიგავატ-საათთან შედარებით. როგორც სანდერლენდში პრესკონფერენციის ფარგლებში Envision Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჟანგმა თქვა, ქარხანა ყველაზე ადრე 2024 წელს გაიხსნება.

Nissan-ისა და Renault-ის ნაბიჯები, ბატარეის მიწოდების ტემპის გაძლიერებაში, მოსდევს სხვა მწარმოებლების იგივე ნაბიჯს, რომლებიც ელექტრომობილების გამოშვებას ჩქარობენ. გაერთიანებულ სამეფოში, ავტომობილების მწარმოებლებისთვის დამატებითი ზეწოლაა, რომ ადეკვატური ადგილობრივი წარმოების ქსელი უზრუნველყონ, რათა თავიდან აიცილონ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების თანმდევი ტარიფები.

პირველი კვარტლის განმავლობაში ბრიტანეთი ელექტრომობილების მეორე უდიდესი ბაზარი გახდა გერმანიის შემდეგ. გაერთიანებული სამეფოს ბაზარზე მოთხოვნა სავარაუდოდ დაჩქარდება, რადგან მთავრობა ბენზინზე მომუშავე მანქანების გაყიდვის აკრძალვას 2030 წლიდან დაიწყებს.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply