Tesla-მ მეორე კვარტალში მსოფლიოს მასშტაბით 201 250 მანქანა აწარმოა, რაც ელექტრონული მანქანების მწარმოებლის ახალი რეკორდია.
ამის შესახებ განცხადება კომპანიის ფუძემდებელმა, ილონ მასკმა გამოაქვეყნა.
Bloomberg-ის ანალიტიკოსები Tesla-სგან 204,160 ავტომობილის მიწოდებას ელოდნენ. კომპანიამ განაცხადა, რომ საბოლოო რიცხვი შეიძლება 0,5%-ით ან მეტით განსხვავდებოდეს არსებული მონაცემებისგან.