Audi მთლიანად ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა

გერმანული ავტოკონცერნი Audi მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა. 2026 წლამდე შექმნილ ყველა მოდელს ელექტროძრავა ექნება.

კომპანია ტრადიციულ წარმოებას 2033 წლიდან დაუბრუნდება.

ამ სიახლის შესახებ Audi-ის კონცერნის ხელმძღვანელმა მარკუს დიუზმანმა გერმანიაში გამართულ კლიმატისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

მოსალოდნელია, რომ 2025 წელს კონცერნის საწარმოო ხაზში ელექტრომობილის 20 მოდელი ჩაეშვას.

Leave a Reply