Tag Archives: #კრიპტოვალუტა

რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში კრიპტოვალუტის ოპერაციები აეკრძალათ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მერვე პაკეტის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე კრიპტოვალუტის „საფულეების“ გამოყენება აეკრძალათ. აქამდე მათ ამ საფულეებში 10 ათას ევრომდე თანხის დაგროვების უფლება ჰქონდათ. ამის შესახებ cnews.ru იუწყება. „კრიპტოვალუტაზე აკრძალვა შეეხება ყველა ტიპის საფულეს, ელექტრონული ჩანაწერების და კრიპტოვალუტის შენახვის მომსახურებას თანხის რაოდენობის მიუხედავად“, – წერია ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში. კრიპტობირჟებზე ყველა ანგარიში, ასევე, სხვა კრიპტოსერვისები მიუწვდომელი იქნება ...

Read More »

Bitcoin-ის ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა

Bitcoin-ის ფასი 2-წლიან მინიმუმამდე დაეცა. ეროვნული ბანკების ბრძოლას მაღალ ინფლაციასთან მსხვერპლად ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად კრიპტოვალუტების ფასებიც ეწირება. დაახლოებით, 1-კვირიან შუალედში Bitcoin-ის ღირებულებამ 17%-იანი კლება განიცადა და 18,461 დოლარი ღირს, Ethereum-ი კი კიდევ უფრო მეტით, თითქმის 27%-ით შემცირდა და მისი ფასი დღეს 1,294 დოლარზეა. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Read More »

Ethereum ბლოკჩეინ ქსელის განახლებით ელექტროენერგიის 99%-ს ზოგავს

ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა. განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა. ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო. Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა. წყარო: gbc.ge

Read More »

CoinGecko: კრიპტოთი დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველო მე-7 ადგილზეა

კრიპტოვალუტებით დაინტერესებული ქვეყნების სიაში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ ავტორიტეტული კრიპტოპლატფორმის, CoinGecko-ს უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომლის შესახებ Bloomberg-ი წერს. აღნიშნული კვლევა Google Trends-ის მონაცემებს ეფუძნება და ამა წლის აპრილის შემდგომ პერიოდს მოიცავს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ძებნისთვის „buy crypto”-ს ან „invest in crypto”-ს მსგავსი ინგლისურენოვანი ფრაზები შეირჩა, რაც საქართველოში კრიპტოვალუტების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო უსვამს ხაზს. კრიპტოვალუტებით ...

Read More »

ბიტკოინის ფასი $22,000-ს ისევ ჩამოსცდა

ბიტკოინის ერთთვიანი სავაჭრო დიაპაზონი ისევ $19,000-დან $22,000-მდე ნიშნულს დაუბრუნდა. უმსხვილესი ციფრული ვალუტის ფასი დღეს 4,3%-ით დაეცა და სინგაპურში 12:15 საათისთვის $21,820-ად ივაჭრებოდა. მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა ეთერიუმი და სხვა შედარებით პატარა ციფრული მონეტები, როგორიცაა Avalanche და Solana, უფრო დიდ შემცირებას განიცდიან. ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელი ზრდის პირობებში, კრიპტომ, შესაძლოა, სარისკო ინვესტიციების რყევები კვლავ განიცადოს. აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ ...

Read More »

ილონ მასკის „ტესლამ” მე-2 კვარტალში თავისი ბიტკოინების 75% გაყიდა

ამის შესახებ „ტესლა” თავისი აქციონერებისთვის გამოცემულ მეორე კვარტლის ანგარიშში იუწყება. მე-2 კვარტლის ბოლოსთვის ჩვენი ბიტკოინების დაახლოებით 75%-ის ფიატ ვალუტაში კონვერტირება მოვახდინეთ. გადაცვის ოპერაციებმა ჩვენი ნაღდი ფულის ბალანსი 936 მლნ დოლარით გაზარდა, – ნათქვამია აქციონერთათვის გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში. „ტესლამ” 2021 წელს ბიტკოინში დაახლოებით 1.5 მლლრ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული „ბიტკოინმონეტების” 75%-ის გაყიდვით 936 მლნ დოლარის ამოღება ნიშნავს, რომ კომპანიამ ~200 მლნ ...

Read More »

ბიტკოინის ფასი იზრდება – კრიპტოვალუტის ღირებულებამ 20%–ით მოიმატა

ბიტკოინის (BTC) ფასი ბოლო კვირაში 20%-ზე მეტით გაიზარდა და ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. კრიპტოვალუტის ღირებულებამ $23,500 გადააჭარბა, რაც 8 თვის განმავლობაში დაღმავალი დინამიკის შემდეგ პირველად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ეს უკანასკნელი აღმავლობა ბაზარის გამოჯანმრთელების წიაპირობაა, მაინც დიდი შეღავათი და შვებაა ინვესტორებისთვის, განსაკუთრებით გრძელვადიანი საცალო და ინსტიტუციური მფლობელებისთვის. ბიტკოინთაან ერთად, Binance Coin (BNB), ...

Read More »

ინდოეთი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს

ინდოეთის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტების აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. ცენტრალური ბანკის ინიციატივას მხარს უჭერს ქვეყნის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც კრიპტოაქტივებს მონეტარული და ფისკალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად მიიჩნევს. „კრიპტოვალუტებს ქვეყნის მონეტარულ და ფისკალურ სტაბილურობაზე დესტაბილიზაციის ეფექტი აქვს. მივიჩნევთ, რომ კრიპტოვალუტები უნდა აიკრძალოს“, – განაცხადა ინდოეთის ფინანსთა მინისტრმა, ნირმალა სითჰარამანმა. მინისტრის განმარტებით, აკრძალვის ეფექტიანად აღსრულებისთვის აუცილებელია საერთაშორისო კოორდინაცია ...

Read More »

ყველა კრიპტოს წინააღმდეგ

ნებისმიერ ახალ ფინანსურ შესაძლებლობასა თუ ინსტრუმენტებს ყოველთვის ჰყავს კრიტიკოსი. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ პესიმისტურადაა განწყობილი, ზოგიერთი კი ლოგიკურ არგუმენტებსაც იშველიებს. გამონაკლისი არც კრიპტოა. მას შემდეგ, რაც კრიპტოსამყარო პოპულარული გახდა, განსაკუთრებით კი ბიტკოინის ფასის $20 000-მდე ავარდნისას, კრიტიკა იმატებს და იმატებს. მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ფასი მანამდე უფრო დიდი პროცენტულობით იზრდებოდა (2013 წელს 13$-დან 1 100$-მდე, 6600%-ით), 2017 წელს ბიტკოინი და ზოგადად ...

Read More »

ბიტკოინი ერთ კვირაში 13%-ით გაძვირდა

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 13%-ით გაიზარდა და $22,000 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები. ბოლო დროს ზრდა აჩვენა ასევე ალტერნატიულმა ტოკენებმა Ether, Avalanche და Solana. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში კრიპტობაზრის მოცულობა თითქმის 2 ტრილიონით შემცირდა. ექსპერტები თვლიან, რომ კრიპტოვალუტის ბროკერების დაშლისა და ბირჟების გაკოტრების შემდეგ, ინვესტიციების არდაბრუნების შიში გაჩნდა იმ ინვესტორებშიც კი, რომლებმაც შეძლეს გადარჩენა უკანასკნელი ვარდნის დროს. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ...

Read More »