ილონ მასკის „ტესლამ” მე-2 კვარტალში თავისი ბიტკოინების 75% გაყიდა

ამის შესახებ „ტესლა” თავისი აქციონერებისთვის გამოცემულ მეორე კვარტლის ანგარიშში იუწყება.

მე-2 კვარტლის ბოლოსთვის ჩვენი ბიტკოინების დაახლოებით 75%-ის ფიატ ვალუტაში კონვერტირება მოვახდინეთ. გადაცვის ოპერაციებმა ჩვენი ნაღდი ფულის ბალანსი 936 მლნ დოლარით გაზარდა, – ნათქვამია აქციონერთათვის გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში.

„ტესლამ” 2021 წელს ბიტკოინში დაახლოებით 1.5 მლლრ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული „ბიტკოინმონეტების” 75%-ის გაყიდვით 936 მლნ დოლარის ამოღება ნიშნავს, რომ კომპანიამ ~200 მლნ დოლარი დაკარგა.

Leave a Reply