ეთერიუმმა დაასრულა ბლოკჩეინ ქსელის განახლება, რომელიც დღესდღეობით კრიპტო სამყაროში ყველაზე ამბიციურ ცვლილებად ითვლება. ამ სიახლის გაჟღერებისთანავე ეთერიუმის კაპიტალიზაცია $1,2 მლრდ–ით გაიზარდა.
განახლება სახელწოდებით ,,Merge’’ ხუთშაბათს დილით დასრულდა.
ცვლილებები როგორც ტრანზაქციებს ასევე ენერგიის მოხმარებასაც შეეხო.
Bloomberg-ის ინფორმაციით ეთერიუმი 99%-ით უფრო ენერგოეფექტური გახდა.
წყარო: gbc.ge