მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტის ფასი 13%-ით გაიზარდა და $22,000 შეადგინა. აღნიუშნულს მოწმობს CoinDesk-ის მონაცემები.
ბოლო დროს ზრდა აჩვენა ასევე ალტერნატიულმა ტოკენებმა Ether, Avalanche და Solana. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში კრიპტობაზრის მოცულობა თითქმის 2 ტრილიონით შემცირდა.
ექსპერტები თვლიან, რომ კრიპტოვალუტის ბროკერების დაშლისა და ბირჟების გაკოტრების შემდეგ, ინვესტიციების არდაბრუნების შიში გაჩნდა იმ ინვესტორებშიც კი, რომლებმაც შეძლეს გადარჩენა უკანასკნელი ვარდნის დროს.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასმა ნოემბერში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 67,630 აშშ დოლარს გადააჭარბა.