Tag Archives: #ნავთობი

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ნავთობის ფასის 150 დოლარამდე გაზრდას ვარაუდობს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლაი შულგინოვის აზრით, ნავთობის ფასი შეიძლება 150 დოლარამდე გაიზარდოს ბარელზე რუსეთიდან მიწოდების აკრძალვის შემთხვევაში. თუმცა, მიმდინარე პირობებში პროგნოზირების გაკეთება ადვილი არ არის, მიიჩნევს უწყების უფროსი. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. „ჩვენი ამოცანა არ მდგომარეობს იმაში, რომ გამოვიცნოთ, რამდენი ეღირება ნავთობი, არამედ ვუზრუნველვყოთ სანავთობო მრეწველობის ფუნქციონირება. ჩვენ მზად ვართ მივყიდოთ მეგობარ ქვეყნებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერი ფასის ...

Read More »

პუტინი ენერგორესურსების ექსპორტის სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადატანას აანონსებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ენერგორესურსების ექსპორტის სამხრეთისა და აღმოსავლეთისკენ გადატანას აანონსებს. მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნების მცდელობა, გამოდევნონ რუსი მიმწოდებლები და ჩაანაცვლონ მათი ენერგორესურსები ალტერნატიული მარაგებით, აუცილებლად იმოქმედებს მთელ მსოფლიო ეკონომიკაზე. კრემლის ლიდერმა დასძინა, რომ რუსეთი თავისი ექსპორტის მიმართულებას „ეტაპობრივად“ „სწრაფად მზარდი სამხრეთისა და აღმოსავლეთის ბაზრებზე“ გადაიტანს.

Read More »

რუსეთმა ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მონაცემები გაასაიდუმლოვა

რუსეთის „საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალურმა გამანაწილებელმა ოფისმა“ (CDU TEK, ენერგეტიკის სამინისტროს ფილიალი) ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სტატისტიკის გამოქვეყნება შეწყვიტა. ეს მონაცემები შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიებზე და მთლიანად ბაზარზე ზეწოლისთვის, განუმარტა „ინტერფაქსს“ ენერგეტიკის სამინისტროს რუსეთის ენერგეტიკული სააგენტოს (REA) წარმომადგენელმა. „შეზღუდვების ქვეშ მყოფი ინდუსტრიის სტატისტიკა საკმაოდ მგრძნობიარეა მანიპულაციის მიმართ, რაც საფრთხეს უქმნის CDU-ს საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის კონტრაგენტების საქმიანობას“, – აღნიშნა სპიკერმა. CDU ინფორმაციას რუსეთის ...

Read More »

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა ქვეყანაში ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2022-2023 წლებში

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა ქვეყანაში ნავთობის საშუალო მოპოვების პროგნოზი 20 ათასი ბარელით/დღეში 12,01 მილიონამდე 2022 წლის შედეგებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “რია ნოვოსტი” ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური მოკლევადიანი პროგნოზის მონაცემებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის პროგნოზი შემცირებულია 40 ათასი ბარელით/დღეში –  12,95 მლნ ბარელამდე.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 14 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  107.16 (-1.62)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  102.90 (-1.35)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს, თუ EU ფასებზე ზედა ზღვარს დააწესებს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ იტალია ნავთობისა და გაზის ფასების გაზრდის მიუხედავად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. “ამ ეტაპზე ენერგიის ღირებულება ჩვენი პირველი საზრუნავია. იტალია რუსულ ენერგიაზე ემბარგოს ვეტოს არ დაადებს. […] არსებობენ კომპანიები, რომლებიც ელექტროენერგიაში 400%-ით მეტს იხდიან. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის სპეკულაცია, რასაც ენერგიის ფასზე ზედა ზღვრის დაწესება იწვევს. ჩვენ ამის მიღწევას ევროპული ენერგო ...

Read More »

ავსტრიის კანცლერი: ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი რუსული გაზის ემბარგოს ეწინააღმდეგებიან

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა, რომ ვენა, ბერლინი და ბუდაპეშტი ეწინააღმდეგებიან რუსულ გაზზე ემბარგოს დაწესებას. “რუსულ გაზზე ემბარგოს წინააღმდეგი მხოლოდ ავსტრია არ არის. მეორე მხრივ, ავსტრია მხარს უჭერს ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ სანქციებმა უფრო მეტად რუსეთს უნდა დაარტყას, ვიდრე ევროკავშირს”, – თქვა ნეჰამერმა.

Read More »

კოლუმბია მზადაა გაზარდოს დასავლეთისთვის ენერგორესურსების მიწოდება რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად

კოლუმბია მზადაა, შეასრულოს ცენტრალური როლი დასავლეთის ქვეყნების ენერგორესურსებით მომარაგებაში, – ამის შესახებ კოლუმბიის პრეზიდენტმა ივან დუკემ CNN-ს განუცხადა. „ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ქვეყნებმა ზუსტად იციან, რომ ვეღარ დაეყრდნონ რუსეთიდან ენერგორესურსების მოწოდებას. შეუძლია თუ არა კოლუმბიას წვლილი შეიტანოს საკითხის გადაწყვეტაში? პასუხი არის დიახ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა. მან ჩამოთვალა სამი სფერო, სადაც კოლუმბია მზად იქნება გაზარდოს წარმოება: ნავთობისა და გაზის ტრადიციული მოპოვება, განახლებადი ...

Read More »

რუსეთი მზადაა, “მეგობარ ქვეყნებს” ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერ ფასად მიყიდოს

რუსული ნავთობის შესყიდვის შესაძლო აკრძალვის გამო, ფასების შესაძლო დონის კომენტირებისას შულგინოვმა აღნიშნა, რომ ახლა რთულია პროგნოზირება, “განსაკუთრებით დასავლელი პოლიტიკოსების არაკონსტრუქციული ქცევის გათვალისწინებით ამ სიტუაციასთან დაკავშირებით”. “ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც პროგნოზებზე მუშაობს, ზოგადად გადახედავს მათ, რადგან ისინი სხვა წინაპირობების საფუძველზე გაკეთდა. გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ცვლილება მანამდე არავის გაუთვალისწინებია. ნავთობის ფასი ბარელზე 80-150 აშშ დოლარის ფარგლებში პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ...

Read More »

უმსხვილესი ნავთობტრეიდერი Vitol რუსული ნავთობით ვაჭრობას შეწყვეტს

შვეიცარულ-ჰოლანდიური უმსხვილესი კერძო ნავთობტრეიდერი, Vitol Group რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას წლის ბოლომდე შეწყვეტს. ამის შესახებ Bloomberg-ი კომპანიის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს წყარო ამბობს, რომ Vitol-ის მიერ გადამუშავებული რუსული ნავთობის მოცულობა მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან მცირდება მიმდინარე სახელშეკრულებო ვალდებულებებიც. კომპანია აპირებს, შეწყვიტოს ნედლი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობა და მოელის, რომ ეს 2022 წლის ბოლომდე მოხდება. Vitol Group 1966 წელს ...

Read More »