აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრომ შეამცირა ქვეყანაში ნავთობის საშუალო მოპოვების პროგნოზი 20 ათასი ბარელით/დღეში 12,01 მილიონამდე 2022 წლის შედეგებით. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება.
ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “რია ნოვოსტი” ენერგეტიკული საინფორმაციო სამმართველოს (EIA) ყოველთვიური მოკლევადიანი პროგნოზის მონაცემებზე დაყრდნობით.
აღნიშნულია, რომ 2023 წლისთვის პროგნოზი შემცირებულია 40 ათასი ბარელით/დღეში – 12,95 მლნ ბარელამდე.