რუსეთი მზადაა, “მეგობარ ქვეყნებს” ნავთობი და ნავთობპროდუქტები ნებისმიერ ფასად მიყიდოს

რუსული ნავთობის შესყიდვის შესაძლო აკრძალვის გამო, ფასების შესაძლო დონის კომენტირებისას შულგინოვმა აღნიშნა, რომ ახლა რთულია პროგნოზირება, “განსაკუთრებით დასავლელი პოლიტიკოსების არაკონსტრუქციული ქცევის გათვალისწინებით ამ სიტუაციასთან დაკავშირებით”.

“ვფიქრობ, რომ ყველა საერთაშორისო კომპანია, რომლებიც პროგნოზებზე მუშაობს, ზოგადად გადახედავს მათ, რადგან ისინი სხვა წინაპირობების საფუძველზე გაკეთდა. გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ვითარების ცვლილება მანამდე არავის გაუთვალისწინებია. ნავთობის ფასი ბარელზე 80-150 აშშ დოლარის ფარგლებში პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა არა, გამოვიცნოთ, რამდენი დაჯდება ნავთობი, არამედ ჩვენი ამოცანაა, უზრუნველვყოთ ნავთობის მრეწველობის ფუნქციონირება. ჩვენ მზად ვართ, ნავთობი და ნავთობპროდუქტები “მეგობარ ქვეყნებს” ფასის ნებისმიერ დიაპაზონში მივყიდოთ, – თქვა მან.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უცხოელი მოთამაშეების გასვლას რუსული ნავთობისა და ენერგეტიკული კომპანიების საწესდებო კაპიტალიდან ამ დროისთვის შეიძლება ჰიპოთეტური ეწოდოს.

“ახლა ვმუშაობთ სხვადასხვა ვარიანტებზე, რადგან კომპანიები უბრალოდ ვერ წავლენ, მათ უნდა მოძებნონ მყიდველი. ზოგიერთი უცხოელი მოთამაშე ამბობს, რომ ისინი არ ჩაერთვებიან ახალ საინვესტიციო პროექტებში, მაგრამ გააგრძელებენ არსებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებას. ჩვენი ამოცანაა, დავაკვირდეთ ამ მდგომარეობას და გავაკონტროლოთ საწარმოებზე სამუშაო ადგილების შენარჩუნება”, – განაცხადა შულგინოვმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არის დაცული. “ჩვენ მხოლოდ პროგნოზების გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ ახლა არ ვიწინასწარმეტყველებდი, რამდენად შემცირდება ინვესტიციები. ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევაფასოთ სიტუაცია და ღირსეულად გამოვიდეთ მისგან”, – დასძინა მინისტრმა.

შულგინოვმა ასევე თქვა, რომ საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის სხვადასხვა აღჭურვილობისთვის, იმპორტის ჩანაცვლების ხარისხი განსხვავებულია.

“მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გავუგზავნეთ კრიტიკული აღჭურვილობის სია და სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ საკითხში. აღჭურვილობის სათადარიგო ნაწილების არარსებობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეძებენ ანალოგებს, მათ შორის რუსეთში წარმოებულს”, – განაცხადა მან.

“ელექტროენერგეტიკულ ინდუსტრიაში ჯერ ვერ ვხედავთ რაიმე პრობლემას. რაც შეეხება ნავთობის გადამუშავებას და წარმოებას, არის ცალკე კომპონენტები, სეგმენტები და აღჭურვილობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სხვა მომწოდებლებისგან ალტერნატიული აღჭურვილობის ძიების შესაძლებლობიდან გამომდინარე, საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსი გაუმკლავდება სიტუაციას”, – დასძინა შულგინოვმა.

წყარო: ipress.ge 

Leave a Reply