ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობის საცავში, რომელიც რუსეთის ჯარებს ამარაგებს, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, ნავთობის საცავში ოთხი 5000- ტონიანი ავზი იწვის. დონეცკის ოლქის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი – დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარია ოკუპირებულ დონეცკშიც, სადაც საწყობები იწვის.
Read More »