Tag Archives: #აირი

ერმაკი – თუ ემბარგო არ დაწესდება, ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა რუსეთის შარშანდელ შემოსავალს გადააჭარბებს

უკრაინა რუსული ნავთობისა და გაზის სრულ ემბარგოს მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის შემოსავალი ენერგეტიკის სფეროში გასული წლის შემოსავლებს გადააჭარბებს , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის კუთხით ყველაზე პრიორიტეტული არის ნავთობისა და გაზის ემბარგო. „ჩვენი ინფორმაციით, თუ ემბარგო არ დაწესდება, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, [რუსეთის] ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების მოსალოდნელი ოდენობა შარშანდელ ...

Read More »

შოლცი: არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს რუსული გაზის ემბარგო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსული გაზის იმპორტზე ემბარგოს დადებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. „აბსოლუტურად არ მესმის, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. პუტინზე ეკონომიკურ ფაქტორებს გავლენის მოხდენა რომ შეეძლოთ, ის ამ შეშლილ ომს საერთოდ არ წამოიწყებდა“, – აცხადებს შოლცი გერმანულ Der Spiegel-თან ინტერვიუში. კანცლერის თქმით, რუსულ ენერგო-რესურსებზე უარის ერთბაშად თქმა გერმანიის ეკონომიკას ძვირად დაუჯდება. „…ყველაფერი ფულის შესახებ არ არის. მაგრამ ეს [ემბარგოს არ დაწესება] თავს აგვარიდებს ...

Read More »

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და დიდი ეკონომიკური კრიზისისთვის ემზადება

გერმანია რუსული გაზის ემბარგოსა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისისთვის ემზადება. სტატიას მსგავსი სათაურით Financial Times ავრცელებს. ევროპის #1 ეკონომიკის მქონე ქვეყანა, რუსულ გაზზე თითქმის 50%-ითაა დამოკიდებული, რისი სწრაფი ჩანაცვლებაც პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენს. ემბარგოს შემთხვევაში კომპანიათა ნაწილს უბრალოდ გაჩერება მოუწევს. ქიმიკატების ჯგუფ BASF-ის აღმასრულებელ დირექტორ მარტინ ბრუდენმიულერის განცხადებით გერმანული ბიზნესი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მძიმე კრიზისის ...

Read More »

თურქეთი ემზადება რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირებისთვის

თურქეთმა ბუნებრივი აირის ახალი წყაროების ძიება დაიწყო და აშშ-იდან თხევადი გაზის შეტანის ხელშეკრულება გააფორმა, – იტყობინება Bloomberg-ი. თურქეთის სახელმწიფო კომპანია Botas-ი, რომელიც რუსეთის „გაზპრომის“ ძველი პარტნიორია, ასრულებს მოლაპარაკებას გერმანიის Deutsche Bank-თან ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის მიღების შესახებ, რითიც აპირებს ამერიკიდან თხევადი აირის შესყიდვას. გამოცემის თანახმად, აშშ-ის გარდა, თურქეთი აირს შეისყიდის ევროპელი გადამყიდველებისგანაც. ბანკთან შეთანხმების გაფორმებით კომპანიას გზა გაეხსნება, მიაღწიოს ...

Read More »

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი 2023 წლის მეორე ნახევარში გახდება

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი  2023 წლის მეორე ნახევარში გახდება, – ამის შესახებ ეკოლოგიის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა განაცხადა. „ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე“, – განაცხადა ჩინგოლანმა. მისი თქმით, იტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის იტალია შესაძლოა, თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს რუსული გაზისგან. როგორც მინისტრმა აღნიშნა,  იტალია რუსეთისგან იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40%-ს იღებს და ცდილობს ენერგიის ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს. პროექტზე კომპანია Turkish Petroleum Corporation ამუშავებს და დღის წესრიგში გადასახადების შემცირებაც დადგება. ინვესტიციის საერთო ღირებულება დაახლოებით, 145.1 მილიარდი თურქული ლირაა, რაც საშუალოდ 9.9 მილიარდ დოლარს უტოლდება და მასზე მუშაობის ვადები 11 წლით განისაზღვრება. კომპლექსი საქარიის პროვინციაში აშენდება, რომელიც შავი ზღვიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და საიდანაც 2020 წელს 540 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალია გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე უარს ამბობს

Bloomberg-ის ინფორმაციით, იტალია უარს იტყვის მოსკოვის მიერ მოთხოვნილი გაზის საფასურის გადახდის ახალი პირობების შესრულებაზე, თუ ევროკავშირი დაასკვნის, რომ ეს დაწესებულ სანქციებს დაარღვევს. საუბარია ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლში გადახდაზე. პუტინის 31 მარტის განკარგულების თანახმად, გაზის ევროპელმა მყიდველებმა უნდა გახსნან ორი ანგარიში, ერთი უცხოურ ვალუტაში და ერთი რუბლში. Gazprombank-ი პასუხისმგებელი იქნება უცხოური ვალუტის რუბლებში კონვერტაციაზე და შემდგომ ამ თანხის Gazprom-ისთვის გადახდაზე. ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

15 აპრილიდან რუსული გაზის რუბლებში გადახდის ვადა დაიწყო – „გაზპრომმა“ მაისის მიწოდება აღარ დაჯავშნა

„გაზპრომმა“ იამალ-ევროპის გაზსადენით, პოლონეთის გავლით გერმანიაში გაზის გადაქაჩვის მაისის მთელი თვის მოცულობა აღარ დაჯავშნა. ინფორმაციას სამთავრობო „ტასი“ GSA Platform-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აუქციონზე დღეში 89,1 მილიონი კუბური მეტრის მოცულობა იყო შეთავაზებული, მაგრამ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. Reuters-ის ცნობით, სლოვაკეთისა და უკრაინის საზღვარზე მდებარე ველკე-კაპუშანის გაზგამანაწილებელ სადგურზე მაისისთვის რუსული საექსპორტო გაზის 24,6 მილიონი კუბური მეტრის დღიური მოცულობა დაჯავშნულია, ხოლო უკრაინის გავლით რუსული ...

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით ვლადიკავკაზ-თბილისის დ700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე მ/წ 3-5 მაისს სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მილსადენის 199.6-200.7კმ არსებული კოროზირებული მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდება, ხოლო 211.2 კილომეტრზე ახალი სახაზო ონკანი დამონტაჟდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 3 მაისის 05:00დან 5 მაისის 07:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მუხიანის I, II, III, IVა და IV ...

Read More »

დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

დანია განახლებადი ენერგიის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის, გარდა ამისა დანიის მთავრობა აპირებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბადოებზე ბუნებრივი აირი მოიპოვოს, სწორედ ამ გზით დანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი დანიის პრემიერ-მინისტრ მატე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის წარმოებას ჩრდილოეთ ზღვაში შეზღუდული დროით. დარწმუნებული ვართ უკეთესია დამოუკიდებლად აირის მოპოვება, ვიდრე ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა. მისივე თქმით, ...

Read More »