თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებას იწყებს

თურქეთი შავ ზღვაში ბუნებრივი აირის მოპოვებისთვის 10-მილიარდიან ინვესტიციას ჩადებს. პროექტზე კომპანია Turkish Petroleum Corporation ამუშავებს და დღის წესრიგში გადასახადების შემცირებაც დადგება. ინვესტიციის საერთო ღირებულება დაახლოებით, 145.1 მილიარდი თურქული ლირაა, რაც საშუალოდ 9.9 მილიარდ დოლარს უტოლდება და მასზე მუშაობის ვადები 11 წლით განისაზღვრება.

კომპლექსი საქარიის პროვინციაში აშენდება, რომელიც შავი ზღვიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და საიდანაც 2020 წელს 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვება გახდება შესაძლებელი.

ობიექტი ექსპლუატაციაში 2023 წლიდან შევა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთი მთლიანად გაზის იმპორტზეა დამოკიდებული, რომელსაც ძირითადად რუსეთისგან და აზერბაიჯანისგან იღებს. შესაბამისად, მოელიან, რომ აღნიშნული წამოწყება იმპორტს დაახლოებით მეოთხედით შეამცირებს.
წყარო: bpn.ge

Leave a Reply