იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი 2023 წლის მეორე ნახევარში გახდება

იტალია რუსული გაზისგან დამოუკიდებელი  2023 წლის მეორე ნახევარში გახდება, – ამის შესახებ ეკოლოგიის მინისტრმა რობერტო ჩინგოლანმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, მოკლევადიან პერიოდში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ დამოკიდებულება რუსულ გაზზე“, – განაცხადა ჩინგოლანმა.

მისი თქმით, იტალიის მთავრობას მიაჩნია, რომ მომავალი წლის მეორე ნახევრისთვის იტალია შესაძლოა, თითქმის მთლიანად დამოუკიდებელი გახდეს რუსული გაზისგან.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  იტალია რუსეთისგან იმპორტირებული გაზის დაახლოებით 40%-ს იღებს და ცდილობს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციას უკრაინაში შეჭრის, დასავლეთის შემდგომი სანქციების შემდეგ.

Leave a Reply