დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

დანია განახლებადი ენერგიის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის, გარდა ამისა დანიის მთავრობა აპირებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბადოებზე ბუნებრივი აირი მოიპოვოს, სწორედ ამ გზით დანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი დანიის პრემიერ-მინისტრ მატე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის წარმოებას ჩრდილოეთ ზღვაში შეზღუდული დროით. დარწმუნებული ვართ უკეთესია დამოუკიდებლად აირის მოპოვება, ვიდრე ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

მისივე თქმით, მომავალ წელს დანია შესაძლოა, რუსულ გაზზე საერთოდ არ იყოს დამოკიდებული.

დანიის მთავრობამ ასევე წარმოადგინა გეგმები ელექტროენერგიის წარმოების მკვეთრად გაზრდის შესახებ, მაგალითად როგორიც არის ქარის და მზის ენერგია.

Leave a Reply