Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ირანის პოზიციები ნავთობს ისევ აიაფებს

სოჰრაბის ნავთობის საბადოს განვითარების მიზნით, ირანი $800 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს Dana Energy-სთან

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერა 800 მილიონი დოლარის კონტრაქტს Dana Energy-სთან ერაყის საზღვარზე სოჰრაბის ნავთობის საბადოს ათვისებაზე. NIOC-ის ინფორმაციით, საბადოს დაფინანსება, განვითარება და ექსპლუატაცია დაევალა Dana Energy-ს, ნავთობის გარიგების ახალი მოდელის – Iran Petroleum Contract (IPC) ფარგლებში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღეში 30 000 ბარელი ნავთობის მოპოვება. ვარაუდობენ, რომ ნავთობის მთლიანი მოპოვება ხელშეკრულებით 20 წლის განმავლობაში იქნება 160 მილიონი ბარელი. ...

Read More »

2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტი პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 5,3%-ითაა შემცირებული

2021 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა  96,4 ათასი ტონა შეადგინა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8  ათასი ტონა) შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, ...

Read More »
ახალგორიდან მილსადენის გატანის დამუშავებული პროექტი არსებობს

BP-მ 7,57 მლრდ დოლარის წლიური მოგება მიიღო

2021 წელს ბრიტანული ნავთობკომპანია BP-ის სუფთა მოგებამ 7,57 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე კომპანიამ 20,3 მლრდ დოლარით იზარალა. BP-ის კვარტალურმა სუფთა მოგებამ გასული წლის მეოთხე კვარტალში 2,33 მლრდ დოლარი, მესამე კვარტალში კი 2,54 მლრდ დოლარი შეადგინა. მაგალითად, ერთი წლით ადრე კომპანიის მეოთხე კვარტლის მოგება სულ 1,36 მლრდ დოლარი იყო. კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები განსაკუთრებით მეოთხე კვარტალში გაუმჯობესდა, როცა ...

Read More »

Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს

მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი ნავთობმომპოვებელი კომპანია, Saudi Aramco საფონდო ბირჟაზე აქციების დამატებით განთავსებას გეგმავს – The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუბარია $50 მილიარდის მოზიდვაზე, რაც, არსებული შეფასებით, კომპანიის 2.5%-იან წილს შეესაბამება. როგორც ირკვევა, ამ თემაზე Saudi Aramco-მ კონსულტაციები უკვე გამართა: დამატებითი დალისტვა, სავარაუდოდ, ამა წლის მიწურულს ან შემდეგი წლის დასაწყისში, ელ-რიადის საფონდო ბირჟაზე მოხდება – ამასთანავე, მოსალოდნელია მეორეული დალისტვაც. აღსანიშნავია, რომ ...

Read More »

საავიაციო ნავთზე ფასების ზრდა უკვე საყურადღებო ხდება

ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მზადებისას ავიაკომპანიები ყურადღებით აკვირდებიან ორ ფაქტორს: ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განვითარებას და საწვავის ფასების ზრდას. ეს უკანასკნელი კი ანტირეკორდებს ამყარებს. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა. საავიაციო ნავთის ფასების ზრდამ 12 თვეში 77,8% შეადგინა. IATA-ს შეფასებით, 2022 წელს ავიასაწვავის საშუალო ფასი ბარელზე 102,2 დოლარი ...

Read More »

Shell-ი ავსტრალიაში გაზის 145 ახალი საბადოს ბურღვას დაიწყებს

კომპანია Shell-ი 2024 წლამდე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის გაზის 145 ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Shell Australia ავრცელებს. ბურღვითი საქმიანობისთვის კომპანია აპირებს მოლაპარაკებების სერიის წარმოებას აბორიგენების წარმომადგენლებთან, რომლებიც იმ მიწების მფლობელები არიან, სადაც არის საბადოები, რათა მოხდეს მინიმუმამდე დაყვანა ნეგატიური გავლენების მათ სამეურნეო საქმინობაზე და ამავდროულად, არ მიადგეს ზიანი ადგილებს, რომლებიც ძირძველი ხალხისთვის ძვირფასია. „Shell Australiaს ...

Read More »

გერმანელი პოლონეთიდან 1600 ლიტრი იაფი საწვავის კონტრაბანდულად შეტანის გამო დაჯარიმდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები გერმანია-პოლონეთის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ. ავტოგასამართ სადგურებზე არსებულმა რეკორდული ფასებმა და პოლონეთის ხელისუფლების მიერ ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით 1 თებერვლიდან დღგ-ს განაკვეთის 23-დან 8%-მდე დაწევამ პოლონეთში ავზის შესავსებად გადამსვლელ გერმანელთა რაოდენობის მატება გამოიწვია გერმანული პრესა ერთ-ერთ ასეთ მომხმარებელზე და ფასთა სხვაობაზე სარგებლის მიღების მიზნით მის უიღბლო ...

Read More »

საუდის არაბეთმა ბარელი ნავთობის ფასი $95-მდე გაზარდა, მსოფლიოში საწვავი ძვირდება

მსოფლიოს უმსხვილესმა ნავთობის მწარმოებელმა და ექსპორტიორმა სახელმწიფო კომპანიამ, Saudi Arabia Aramco-მ ბარელი ნავთობის ღირებულება 95 დოლარამდე გაზარდა, რამაც მსოფლიოს მასშტაბით საწვავისა და სხვა ენერგოპროდუქტების გაძვირება გამოიწვია. Goldman Sachs-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს ნავთობის ღირებულება 100 დოლარს გადააჭარბებს, 2023 წლიდან კი, შესაძლოა, რომ ბარელის ღირებულებამ 110 დოლარსაც მიაღწიოს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა ქართულ ბაზარზეც აისახება. Wissol-ის გენერალური დირექტორის, ვასილ ...

Read More »

საწვავის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა

2021 წელს 2020 წელთან შედარებით, თამბაქოსა და საწვავის აქციზის გადასახადიდან საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში შესული თანხა 11.9%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1.868 მლრდ ლარი შევიდა, რაც 249 მლნ ლარით აღემატება, წინა წლის მაჩვენებელს. აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსულობებმა წლიურ გეგმას 2.4%-ით გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა (18.099 მლრდ) 101.5%-ით ...

Read More »

ერ-რიადი აპირებს Saudi Aramco-ს 50 მლრდ დოლარის აქციები გაყიდოს

საუდის არაბეთი აპირებს მისი კუთვნილი სახელმწიფო ნავთოგაზ კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების პაკეტი გაყიდოს. საუბარია, 50 მლრდ დოლარის ღირებულების აქციაზე. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს. გაზეთის ცნობით, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ერ-რიადის საფონდო ბირჟასთან დამატებითი აქციების განთავსებაზე. ასევე განიხილება აქციების გაყიდვა ლონდონის ან სინგაპურის საფონდო ბირჟებზე. როგორც გაზეთი აღნიშნავს, საუდეველი ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ დაასრულონ ფასიანი ქაღალდების გაყიდვების ...

Read More »