Shell-ი ავსტრალიაში გაზის 145 ახალი საბადოს ბურღვას დაიწყებს

კომპანია Shell-ი 2024 წლამდე ავსტრალიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ადგილობრივი მოხმარებისა და ექსპორტისთვის გაზის 145 ახალი ჭაბურღილის ბურღვას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Shell Australia ავრცელებს.

ბურღვითი საქმიანობისთვის კომპანია აპირებს მოლაპარაკებების სერიის წარმოებას აბორიგენების წარმომადგენლებთან, რომლებიც იმ მიწების მფლობელები არიან, სადაც არის საბადოები, რათა მოხდეს მინიმუმამდე დაყვანა ნეგატიური გავლენების მათ სამეურნეო საქმინობაზე და ამავდროულად, არ მიადგეს ზიანი ადგილებს, რომლებიც ძირძველი ხალხისთვის ძვირფასია.

„Shell Australiaს გათვლებით, ახალი ჭაბურღილებიდან მილსადენებში გაზის გაშვება 2033 წლიდან მოხდება და იმუშავებს მომდევნო 15 წელი. გაზს ავსტრალიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება ეკოლოგიურ ენერგეტიკაზე გადასვლაში, რის შემდეგაც მოხდება მასიურად განახლებადი წყაროების გამოყენება და მისი ექსპორტი“, – აცხადებენ კომპანიაში.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply