საწვავის აქციზიდან მიღებული შემოსავალი 12%-ით გაიზარდა

2021 წელს 2020 წელთან შედარებით, თამბაქოსა და საწვავის აქციზის გადასახადიდან საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში შესული თანხა 11.9%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2021 წელს აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში 1.868 მლრდ ლარი შევიდა, რაც 249 მლნ ლარით აღემატება, წინა წლის მაჩვენებელს.

აქციზის გადასახადიდან მიღებულმა შემოსულობებმა წლიურ გეგმას 2.4%-ით გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების წლიური გეგმა (18.099 მლრდ) 101.5%-ით შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული პროდუქციის რეალიზაციიდან ბიუჯეტში აქციზის სახით 152.2 მლნ ლარი შევიდა, აქედან თამბაქოს აქციზმა 46.9 მლნ ლარი შეადგინა.

2021 წელს, იმპორტირებული პროდუქციაზე აქციზის გადასახადმა 1.7 მლრდ ლარს მიაღწია, საიდანაც 831.5 მლნ ლარი თამბაქოზე, 295.3 მლნ ლარი ბენზინზე, ხოლო 222.1 მლნ ლარი კი დიზელის საწვავზე მოდის.

წყარო: “ბიზნესფორმულა”

Leave a Reply