საუდის არაბეთი აპირებს მისი კუთვნილი სახელმწიფო ნავთოგაზ კომპანიის Saudi Aramco-ს აქციების პაკეტი გაყიდოს. საუბარია, 50 მლრდ დოლარის ღირებულების აქციაზე. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი წერს.
გაზეთის ცნობით, Saudi Aramco-ს ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს ერ-რიადის საფონდო ბირჟასთან დამატებითი აქციების განთავსებაზე. ასევე განიხილება აქციების გაყიდვა ლონდონის ან სინგაპურის საფონდო ბირჟებზე.
როგორც გაზეთი აღნიშნავს, საუდეველი ხელისუფლების წარმომადგენლები აპირებენ დაასრულონ ფასიანი ქაღალდების გაყიდვების პროცედურა ამ წლის ბოლომდე. გასაყიდი აქციების პაკეტი კი რეალურად წარმოადგენს კომპანიის მთლიანი აქციების 2,5%-ს. თავად კომპანიაში კი ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებენ. გაზეთი წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი განპირობებულია ხელისუფლების მიზნით მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიცირება.
წყარო: “ბიზნესპრესნიუსი”