გერმანელი პოლონეთიდან 1600 ლიტრი იაფი საწვავის კონტრაბანდულად შეტანის გამო დაჯარიმდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები გერმანია-პოლონეთის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ.

ავტოგასამართ სადგურებზე არსებულმა რეკორდული ფასებმა და პოლონეთის ხელისუფლების მიერ ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით 1 თებერვლიდან დღგ-ს განაკვეთის 23-დან 8%-მდე დაწევამ პოლონეთში ავზის შესავსებად გადამსვლელ გერმანელთა რაოდენობის მატება გამოიწვია

გერმანული პრესა ერთ-ერთ ასეთ მომხმარებელზე და ფასთა სხვაობაზე სარგებლის მიღების მიზნით მის უიღბლო მცდელობაზე წერს.

საწვავზე ფასის შემცირების და პოლონური ზლოტის დაბალის კურსის გამო ერთ-ერთ კომპანიის მფლობელს ტიურინგიიდან საკუთარი საბარგო ავტომობილით ბოგატინიაში გადასვლა, იქ დიდი რაოდენობის საწვავის შეძენაის სურვილი გაუჩნდა.

გერმანელმა ბოგატინიაში 1600 ლიტრი დიზელის საწვავით მეტალის 8 კასრი შეავსო და სახლისკენ გასწია. მისდა სამწუხაროდ იგი საზრრის გადაკვეთისთანავე, ციტაუში შეაჩერა ფედერალურმა პოლიციამ და მის შესახებ საბაჟო ორგანოებს აცნობა.

ადგილზე მისულმა საბაჟოს თანამშრომლებმა მამაკაცს აუხსნეს, რომ რეგლამენტით მას სავსე ავზის გარდა კიდევ 20 ლიტრის მეტი საწვავის შემოტანის უფლება არ ჰქონდა და 80-მაგი გადამეტებით შეტანის გამო მას 750 ევროს ოდენობით საბაჟო გადასახადი იქვე გადაახდევინეს და გადასახადების შესახებ კანონის დარღვევის გამო აღძრეს საქმე.

მისდა სამწუხაროდ, ყველაფერი ამით არ დასრულდა. საბაჟოს თანამშრომლებმა საგზაო მოზრაობის უსაფრთხოების სახელმწიფო ინსპექციას დაუკავშირდნენ და მათ მძღოლი საშიში ტვირთვის გადაზიდვისთვის 1500 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს,

59 წლის გერმანელი პრესაში „Hohe Strafen statt billigen Diesels” (დიდი ჯარიმები იაფი დიზელის ნაცვლად) სათაურით გამოქვეყნებული სტატიების გმირი გახდა.

წყარო: ipress.ge

Leave a Reply