ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ (NIOC) ხელი მოაწერა 800 მილიონი დოლარის კონტრაქტს Dana Energy-სთან ერაყის საზღვარზე სოჰრაბის ნავთობის საბადოს ათვისებაზე.
NIOC-ის ინფორმაციით, საბადოს დაფინანსება, განვითარება და ექსპლუატაცია დაევალა Dana Energy-ს, ნავთობის გარიგების ახალი მოდელის – Iran Petroleum Contract (IPC) ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დღეში 30 000 ბარელი ნავთობის მოპოვება. ვარაუდობენ, რომ ნავთობის მთლიანი მოპოვება ხელშეკრულებით 20 წლის განმავლობაში იქნება 160 მილიონი ბარელი.
პროექტი ითვალისწინებს 20 ახალი ჭაბურღილის გაბურღვას, მილსადენის და გამყოფი ბლოკის მშენებლობას.
სოჰრაბის ველი მდებარეობს ქალაქ აჰვაზის ჩრდილო-დასავლეთით ხუზესტანის პროვინციაში და ირან-ერაყის საზღვრის გასწვრივ. ეს არის ერთობლივი ბლოკი ერაყში ჰუვაიზას (Huwayza) ნავთობის საბადოსთან.
წყარო: bfm.ge