Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.1 (+0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.52 (+1.96)  დოლარი/ბარელზე

Read More »

თოყაევის განცხადებების შემდეგ, რუსეთმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები დააწესა

რუსეთმა შეზღუდა ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტის გავლით. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს მოხდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ თოყაევის არაერთი მკაცრი განცხადების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში SPIEF-ის ეკონომიკურ ფორუმზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გააკეთა კრემლისთვის მოულოდნელი განცხადებები და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს DPR-ს და LPR-ს, რადგან მათ „კვაზისახელმწიფოებრივ სტრუქტურებად“ მიიჩნევს. „თუ ერის თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ ...

Read More »

ერაყი აპირებს ნავთობის მოპოვების 8 მილიონ ბარელამდე გაზრდას

ერაყის ხელისუფლება აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში 2027 წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო” ავრცელებს. „ერაყი მუშაობს ნავთობის ენერგიის მატების შესაძლებლობების გასაზრდელად, ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები წარმოების გასაზრდელად. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ  მოპოვების პიკს – რვა მილიონი ბარელს 2027 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა მინისტრმა. 2022 წლის ივლისში ერაყში ნავთობის მოპოვების ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა

იტალიურმა ნავთობგიგანტმა Eni-მ Qatar Energy-სთან $28.75 მილიარდიან პროექტს – North Field East მოაწერა ხელი.  ყატარი საერთაშორისო კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც მიზნად ისახავს ყატარის, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალი LNG ექსპორტიორის პოზიციის გაძლიერებას. ENI– ის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესალზიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპა რუსული ენერგიის ალტერნატივას ეძებს. საერთო ჯამში, ჩრდილოეთ ველის გაფართოების გეგმა მოიცავს ექვს LNG მატარებელს, რომლებიც გააძლიერებენ ყატარის სიმძლავრეს 77 მილიონი ტონიდან წელიწადში (MTPA), ...

Read More »

მაშველი რგოლი სამხრეთ ამერიკიდან – ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია ევროპაში გასაგზავნად მზადაა

ვენესუელური მძიმე ტანკერი 650 000 ბარელი ნავთობით, რომელიც იტალიური კომპანია Eni-ს მიერაა დაქირავებული, მალე ევროპაში გაემგზავრება, იტყობინება Reuters-ი, Refinitiv Eikon მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცენტრზე დაყრდნობით. ეს იქნება ევროპაში ნედლი ნავთობის პირველი ექსპორტი ვენესუელადან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ორი წლის განმავლობაში. სააგენტოს ცნობით, მეორე ტანკერი უკვე მიემართება ვენესუელაში. დაგეგმილია, რომ ის ივნისში 2 მილიონი ბარელი ნავთობის პარტიით ...

Read More »

აზერბაიჯანში, იანვარ-მაისში ბენზინისა და დიზელის წარმოება შემცირდა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა. სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი – 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი – 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) – 111,9 ათასი ტონა ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი – ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

Read More »

ნოვაკი: წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს

2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პრინციპში არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი იყოს 150 დოლარი ბარელზე და, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლოგისტიკაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასების ...

Read More »

აშშ-მ ირანის ნავთობ-ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა ირანის ნავთობქიმიურ ინდუსტრიას ახალი სანქციები დაუწესა. შეზღუდვები გავრცელდება ჩინურ და საამიროების კომპანიებზეც, რომლებიც ირანს ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტში ეხმარებიან. „შეთანხმების არარსებობის ფონზე ირანისთვის ნავთობის, ნავთობ- და ნავთობქიმიური პროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ხაზინის ვიცე-მდივანმა ბრაიან ნელსონმა. გასული წლის ნოემბრის შემდეგ ირანს და ბირთვული ხელშეკრულების მხარეებს, მათ შორის აშშ-ს შორის შეთანხმების აღსადგენად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 2015 წელს დადებული შეთანხმება ირანისთვის ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ 17 ივნისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და ელიტაზე. ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით ტრანსპორტირდება რუსეთიდან ნორვეგიაში. ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, მაგრამ წესები ...

Read More »