ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს.

უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი – ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

Leave a Reply