რუსეთმა შეზღუდა ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტის გავლით.
როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს მოხდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ თოყაევის არაერთი მკაცრი განცხადების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში SPIEF-ის ეკონომიკურ ფორუმზე.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გააკეთა კრემლისთვის მოულოდნელი განცხადებები და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს DPR-ს და LPR-ს, რადგან მათ „კვაზისახელმწიფოებრივ სტრუქტურებად“ მიიჩნევს.
„თუ ერის თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ დედამიწაზე 193 სახელმწიფოს ნაცვლად 500-600-ზე მეტი სახელმწიფო გამოჩნდება. ეს იქნება ქაოსი“, – განაცხადა თოყაევმა.
ამ განცხადებების შემდეგ რუსეთმა ყაზახური ნავთობის მიწოდება შეაჩერა.
წყარო: bfm.ge