ერაყის ხელისუფლება აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში 2027 წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო” ავრცელებს.
„ერაყი მუშაობს ნავთობის ენერგიის მატების შესაძლებლობების გასაზრდელად, ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები წარმოების გასაზრდელად. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მოპოვების პიკს – რვა მილიონი ბარელს 2027 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა მინისტრმა.
2022 წლის ივლისში ერაყში ნავთობის მოპოვების ნებადართული მოცულობა მიაღწევს 4,58 მილიონ ბარელს/დღეში. მაისში ქვეყანამ მიიღო რეკორდული 11,4 მილიარდი დოლარის ოდენობით შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან.