აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების წარმოება აზერბაიჯანში ფულად განზომილებაში 18,4%-ით შემცირდა და $803,2 მლნ შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, მითითებულ პერიოდში თვითმფრინავის საწვავის წარმოებამ შეადგინა 199,1 ათასი ტონა (ზრდა 5,1%), გათბობის ზეთი – 61,4 ათასი ტონა (ზრდა 2,5-ჯერ), ნავთობის ბიტუმი – 129,4 ათასი ტ (ზრდა. 40,3%-ით. საავტომობილო ბენზინის წარმოებამ შეადგინა 386,8 ათასი ტონა (კლება 19,2%), პირდაპირი ბენზინის (ნაფტა) – 111,9 ათასი ტონა (კლება 33,4%), საპოხი ზეთები – 17,1 ათასი ტონა (კლება 25,3%), ნავთობის კოქსი – 61 ათასი ტონა (კლება 44,8%).
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2022 წლის იანვარ-მაისში ნავთობპროდუქტების მოპოვების შემცირება დაკავშირებულია გეგმურ სარემონტო სამუშაოებთან, რომელიც 4 აპრილიდან 27 მაისამდე ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ( SOCAR -ის ნაწილი) განხორციელდა.
2022 წლის 1-ელი ივნისის მდგომარეობით, ბაქოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის (BOR) საწყობებში მზა პროდუქციის მარაგების სახით არის: საავტომობილო ბენზინი – 3,7 ათასი ტონა, ნაფტა – 2,3 ათასი ტონა, თვითმფრინავის საწვავი – 9,1 ათასი ტონა, დიზელის საწვავი – 7 ათასი ტონა, მაზუთი – 9,6 ათასი ტონა, საპოხი ზეთები – 4,5 ათასი ტონა, ნავთობის ბიტუმი – 7,6 ათასი ტონა, ნავთობის კოქსი – 7,4 ათასი ტონა.
აზერბაიჯანში ამჟამად მხოლოდ ერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მუშაობს.
წყარო: europetime.eu