Tag Archives: #ევროკავშირი

ჩრდილოეთის ნაკადი 2 შეეცდება ევროპას წყალბადიც მიაწოდოს

Nord Stream 2 გაზსადენის ოპერატორი Nord Stream 2 AG სწავლობს წყალბადის ტრანსპორტირების შესაძლებლობას, განაცხადა ავსტრიის OMV–ს ყოფილმა ხელმძღვანელმა რაინერ ზელემ. თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე დღით ადრე მან აღნიშნა, რომ მსგავსი კვლევები ტარდება, მაგრამ “პროგნოზები უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად. უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა ესაუბროთ ინჟინრებს, ტექნიკურ სპეციალისტებს, რამდენად არის ხსენებული ტექნიკურად შესაძლებელი, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წყალბადს და ბუნებრივ აირს აქვთ ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი უკონტროლო ზრდას აგრძელებს. ოქტომბრის ფიუჩერსების კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 659 აშშ დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ. Financial ...

Read More »

Fitch: ევროპაში ბუნებრივი აირი 2022 წლის ბოლომდე გააგრძელებს გაძვირებას

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2021–2022 წლებისთვის ბუნებრივი აირის პროგნოზირებული ფასები გაზარდა, ევროპაში რესურსების ღირებულების მატების დინამიკისა და სტაბილურ მარაგებთან დაკავშირებული პრობლემების გამო. Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ის რომ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 632 აშშ დოლარს გადასცდა, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ამინდით, 2020 წლიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მოწოდებისა და ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირებით. ...

Read More »

რუსეთს გაზსადენთან დაკავშირებული ევროპული რეგულაციების წინსწრებით აცილება სურს

რუსეთის მთავრობა განიხილავს იმის შესაძლებლობას, რომ სახელმწიფოს კუთვნილ “როსნეფტს”, “ნორდ სტრიმ 2” გაზსადენით ევროპაში გაზის გატანის ნება დართოს. ასეთი ნაბიჯით შესაძლებელი იქნებოდა, ევროკავშირის მიერ მოცულობაზე დაწესებულ შეზღუდვას გვერდი წინსწრებით აუარონ. “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს ბუნებრივი გაზის უმსხვილესი მომპოვებელი, სახელმწიფოს კუთვნილი ენერგო-გიგანტი “გაზპრომი” ფლობს, რომელსაც რუსული გაზის ექსპორტზე მონოპოლია აქვს. მოსალოდნელია, რომ “გაზპრომი” ამ წლის ბოლოსთვის დაასრულებს გაზსადენის მშენებლობას, რომელიც რუსეთიდან გერმანიაში, ...

Read More »

ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს

ევროპულ ბაზარზე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს. ამის შესახებ რუსული კომპანია „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა. „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შექმნა ყველა საჭირო შესაძლებლობები გაზსადენის ასამოქმედებლად: წარმოების შესაძლებლობები იამალში და გაზის გადამცემი შესაძლებლობები ჩრდილოეთ გაზის გადამცემ დერეფანში. მილერის განცხადებით, რუსული გაზის ექსპორტი იზრდება არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთშიც. „ახლა, შემოდგომა-ზამთრის პერიოდის წინ, ჩვენ ...

Read More »
კლიმატის ცვლილებაზე თბილისში ევროკავშირ-საქართველოს კონფერენცია ჩატარდება

გაერო: ტყვიის შემცველი ბენზინი ოფიციალურად იკრძალება

მსოფლიოში ეთილირებული ბენზინის წარმოება ოფიციალურად შეწყდება. ამის შესახებ გარემოს დაცვის გაეროს პროგრამის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ალჟირში არსებულმა ბოლო ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ ტოქსიკური დანამატების გამოყენება შეწყვიტა. საქმე ისაა, რომ ეთილირებული საწვავი ეკოსისტემის დეგრადაციას და ადამიანის ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. აშშ-ში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ის 20 წელზე დიდი ხნის წინ აღარ გამოიყენება, მაგრამ დაბალი ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

ევროპაში გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 620 აშშ დოლარს აღემატება. ვაჭრობის გახსნის მომენტისათვის, გაზის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 598 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ვაჭრობის დასრულებისას მისმა ფასმა 621 აშშ დოლარამდე მოიმატა. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო ...

Read More »

რუსეთი გაზით ევროპაზე ზეწოლას ზრდის

გაზის მარაგები ევროპაში მინიმალურ დონეზეა იმის გამო, რომ  პანდემიის დროს მწარმოებლებმა მოპოვება შეამცირეს, შემდეგ კი, ეკონომიკის აღდგენის დაწყების  პარალელურად, აღმოჩნდა, რომ გაზის არსებული რაოდენობა საკმარისი არაა. შედეგად გაზის ღირებულება რეკორდებს ხსნის, ევროპელები კი ხარჯების შესამცირებლად ნახშირის მოხმარებას მკვეთრად ზრდიან. სწორედ ამ გლობალური კრიზისის დროს, რუსეთმა ევროპაში უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაზრდაზე უარი განაცხადა. ევროპაში რუსული გაზი ძირითადად სწორედ უკრაინის გავლით ...

Read More »

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 590 აშშ დოლარს მიაღწია

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე  590 აშშ დოლარს მიაღწია. სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 592 აშშ დოლარს გადააჭარბა. ხოლო, დღეისათვის გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 586 დოლარს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი კვლავ გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, გუშინ, ევროპაში, ბუნებრივი აირის ფასი კვლავ დაუბრუნდა 1000 კუბურ მეტრზე 580 დოლარს. სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, თბილისის დროით 19:17 საათისთვის, ათას კუბურ მეტრზე $ 580-ს გადააჭარბა და მხოლოდ ვაჭრობის დასასრულს შემცირდა ოდნავ (576.3 $ ათას კუბურ მეტრზე), რაც დღეში 4.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 ...

Read More »