თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 650 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი უკონტროლო ზრდას აგრძელებს. ოქტომბრის ფიუჩერსების კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 659 აშშ დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირის დასაწყისში, ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.

Leave a Reply