ევროპის ფიუჩერსულ ბაზარზე გაზის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს და ათას კუბურ მეტრზე მისი ღირებულება 620 აშშ დოლარს აღემატება.
ვაჭრობის გახსნის მომენტისათვის, გაზის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 598 აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო ვაჭრობის დასრულებისას მისმა ფასმა 621 აშშ დოლარამდე მოიმატა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში ბუნებრივი აირის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.