ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 590 აშშ დოლარს მიაღწია

ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე  590 აშშ დოლარს მიაღწია.

სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, ათას კუბურ მეტრზე 592 აშშ დოლარს გადააჭარბა.

ხოლო, დღეისათვის გაზის ფასი ათას კუბურ მეტრზე 586 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.

Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასების ზრდა “გაზპრომის” მიერ ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა, რომელიც ევროპაში გაზის მიწოდებას განზრახ აჩერებს.

Leave a Reply