ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემების თანახმად, გუშინ, ევროპაში, ბუნებრივი აირის ფასი კვლავ დაუბრუნდა 1000 კუბურ მეტრზე 580 დოლარს.
სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF ცენტრში, თბილისის დროით 19:17 საათისთვის, ათას კუბურ მეტრზე $ 580-ს გადააჭარბა და მხოლოდ ვაჭრობის დასასრულს შემცირდა ოდნავ (576.3 $ ათას კუბურ მეტრზე), რაც დღეში 4.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში გაზის ფასი ევროპაში თითქმის 100 აშშ დოლარით დაეცა, როდესაც ყალბი ინფორმაცია გავრცელდა Nord Stream 2-ით გაზმომარაგების სავარაუდო დაწყების შესახებ, შემდეგ კი, “გაზპრომის” შეტყობინების, 5,6 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის შესაძლო მიწოდების შესახებ.
ნინო სამადაშვილი