საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2021–2022 წლებისთვის ბუნებრივი აირის პროგნოზირებული ფასები გაზარდა, ევროპაში რესურსების ღირებულების მატების დინამიკისა და სტაბილურ მარაგებთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
Fitch-ის ანალიტიკოსების აზრით, ის რომ სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე 632 აშშ დოლარს გადასცდა, ძირითადად გამოწვეულია ცუდი ამინდით, 2020 წლიდან გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) მოწოდებისა და ევროპის გაზსაცავებში ბუნებრივი აირის რეზერვების მნიშვნელოვნად შემცირებით.
გათხევადებულ ბუნებრივ აირთან მიმართებაში, აზიურ და ამერიკულ რეგიონებს შორის მძაფრი კონკურენცია არ იძლევა საშუალებას მოკლევადიან პერიოდში ევროპაში რესურსის სწრაფად მიწოდების. ასევე, 2021 წლის ბოლოსთვის არ უნდა ველოდოთ გაზის მიწოდების ზრდას რუსეთიდანაც, რადგან “გაზპრომმა” უკვე გაზარდა ექსპორტი ევროპაში თითქმის რეკორდულ დონეზე – 19% იანვარ-აგვისტოში.
”ჩვენ ველით, რომ არსებული პრობლემები 2022 წელსაც გაგრძელდება, მაგრამ … [ფასების] ზრდა არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, ამინდის ნორმალიზებისა და “გაზპრომის” მიერ ექსპორტის გაზრდის შემთხვევაში” – ნათქვამია განცხადებაში.
ნინო სამადაშვილი