Tag Archives: #ირანი

ბლინკენი

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ არაბეთის ზღვაში იაპონურ ნავთობის ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, არაბეთის ზღვაში იაპონურ ტანკერზე თავდასხმის უკან ირანი დგას. ბლინკენის თქმით, თავდასხმის შემდეგ შესაბამის რეაგირებაზე ვაშინგტონი პარტნიორებთან კონსულტაციებს აწარმოებს და საპასუხო ზომები მალე იქნება მიღებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მსგავსი ქმედება მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე საფრთხის უქმნის ნაოსნობის, საერთაშორისო გადაზიდვებისა და კომერციის თავისუფლებას, ასევე გემებზე მყოფთა სიცოცხლეს. მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა აღნიშნა, რომ ...

Read More »

ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან

ირანმა პირველად განახორციელა ნავთობის ექსპორტი “ჯასკის” ნავთობტერმინალიდან. პროექტი ძალაში  ნავთობის მინისტრისა და ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის ინიციატივით შევიდა. ირანული ნედლი ნავთობის პირველი პარტიის დატვირთვისა და ექსპორტის ოფიციალური პროცესი დაიწყო ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ბრძანებით და აღნიშნულმა რეალობად აქცია ქვეყნის დიდი ხნის მიზანი, ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციისა. გეგმის რეალიზებაში დაიხარჯა დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი, რომლის მიზანი იყო “ჯასკის” ახალი ნავთობტერმინალით 1 მილიონი ბარელი ...

Read More »

ირანმა დაიწყო ნავთობის ექსპორტი ახალი მილსადენით ორმუზის სრუტის გვერდის ავლით

ხუთშაბათს, ირანმა ოფიციალურად დაიწყო ნავთობის ექსპორტი ახალი მილსადენით ორმუზის სრუტის გვერდის ავლით. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა ონლაინ-ცერემონიალზე განაცხადა, რომ ეს არის პასუხი შეერთებული შტატების მიერ ირანული ნავთობის ექსპორტის ბლოკირებაზე. ცერემონიალზე რუჰანმა შეერთებული შტატები “ეკონომიკურ ომშიც” დაადანაშაულა, რომელიც ხელს უშლის ირანული ნავთობის ექსპორტს და ირანის სანავთობო მრეწველობის განვითარებას. ამის შესახებ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. ირანის მოქმედი პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის განცხადებით, ირანმა ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანში აცხადებენ, რომ “OPEC +”- ის გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ არ გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას

ირანი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ნავთობზე მაღალი ფასები ნავთობის ექსპორტიორებს არ მოუტანს სარგებელს, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. “OPEC +”-ის ახალი გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ისე იქნა მიღებული, რომ ეს მის ზრდას არ გამოიწვევს, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ. ”გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე მაღალი ფასები არ მოუტანს სარგებელს “OPEC +”-ს”, – თქვა მან. მისივე თქმით,  “OPEC +”-ის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ფასების ...

Read More »
ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა ნავთობის ექსპორტი 137%-ით გაზარდა

ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაეხმარა ირანს ნავთობის ექსპორტის 137% -ით გაზრდაში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2,3 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში. აშშ–ს სანქციების დაწესებამდე ირანის ისლამურმა რესპუბლიკის ნავთობის იმპროტი დღეში 2,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენდა. სანქციების შემოღების შემდეგ, 2013 წელს ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 980 ათას  ბარელამდე შემცირდა, არსებობდა საფრთხე, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდებოდა, ირანის ნავთობის ექსპორტი ნულს მიაღწევდა. 2016 ...

Read More »

ირანის ახალი პრეზიდენტის მიერ თანამდებობის გადაბარებამდე ბირთვული მოლაპარაკებების განახლება მოსალოდნელი არ არის

ირანი მზად არ არის ბირთვული მოლაპარაკებისთვის, ვიდრე ქვეყნის არჩეული პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი თანამდებობას არ გადაიბარებს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ირანმა ამის შესახებ ევროპელ მაღალჩინოსნებსაც აცნობა, რომლებიც აშშ-ირანის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში არიან ჩართული. მოლაპარაკებების განახლება აგვისტოს შუა რიცხვებამდე მოსალოდნელი არ არის. ებრაჰიმ რაისი უფლებამოსილების შესრულებას 5 აგვისტოდან დაიწყებს. წლის ბირთვული შეთანხმების, კერძოდ კი ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ...

Read More »

“ელექტრო აპოკალიფსი” ირანში

ასე შეიძლება დახასიათდეს სიტუაცია ირანში, როდესაც  ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშა ელექტროენერგია. საზაფხულო ელექტროენერგიის გათიშვა ბოლო 30 წლის განმავლობაში უკვე ქრონიკული მოვლენაა ირანში,  თუმცა, აღნიშნულით გამოწვეული ზიანი წელს განსაკუთრებით მასშტაბური იყო. თეირანი, ისპაჰანი და სხვა დიდი ქალაქები ნამდვილ პოსტ-აპოკალიპტურ ჰოლივუდურ ფილმს მოგაგონებთ: შუქნიშნები და მაღაზიების სიგნალიზაციები გამორთულია, ზოგიერთმა საწარმომ და ქარხანამ შეწყვიტა მუშაობა, თეირანის მეტროს გრაფიკი არეულია, ...

Read More »

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს აცნობა, რომ ურანის ლითონის წარმოებას გეგმავს, რომელიც 20 პროცენტამდე იქნება გამდიდრებული. თეირანში აცხადებენ, რომ ლითონის წარმოება რეაქტორების საწვავისთვის არის საჭირო. დასავლური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის განხორციელება 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების დარღვევას ნიშნავს. შეთანხმება ურანის ლითონზე ყოველგვარ სამუშაოს კრძალავს, ვინაიდან ის შესაძლოა, ბირთვული ბომბის ბირთვის დასამზადებლად იქნას გამოყენებული. ხელშეკრულების მიხედვით, ირანმა მსგავსი მასალა საზღვარგარეთიდან უნდა შეიძინოს. ...

Read More »

ირანი გამდიდრებულ ურანს აწარმოებს – ბირთვული მოლაპარაკება საფრთხეშია

ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოების პროცესი დაიწყო, რაც ბირთვული იარაღის წარმოებაში დაეხმარება, განაცხადა გაეროს ატომურმა მაკონტროლებელმა ორგანიზაციამ. თეირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) განუცხადა, რომ ეს პროცესი კვლევითი რეაქტორის საწვავის შემუშავებას ემსახურება. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ ნაბიჯმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ბირთვული შეთანხმების აღდგენას. შეერთებულმა შტატებმა კი ამას “უკან გადადგმული ნაბიჯი” უწოდა. შეთანხმება, ოფიციალურად ცნობილი, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ კუთვნილ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლების პრესსპიკერის, ალი რაბიეის განცხადებით, ქარაჯიში მდებარე შენობაზე თავდასხმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად. „ისრაელმა ეს ქმედებები განახორციელა მისანიშნებლად, რომ მას შეუძლია ირანის შეჩერება და რომ მსოფლიოს ირანთან მოლაპარაკებები არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საბოტაჟი ხდება, ჩვენი ძალა იზრდება“, – განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა. ირანის საერთაშორისო ...

Read More »