ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანმა ნავთობის ექსპორტი 137%-ით გაზარდა

ერთობლივი სამოქმედო გეგმის განხორციელება დაეხმარა ირანს ნავთობის ექსპორტის 137% -ით გაზრდაში. აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2,3 მილიონ ბარელს მიაღწია დღეში.

აშშ–ს სანქციების დაწესებამდე ირანის ისლამურმა რესპუბლიკის ნავთობის იმპროტი დღეში 2,2 მილიონ ბარელ ნავთობს შეადგენდა. სანქციების შემოღების შემდეგ, 2013 წელს ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში 980 ათას  ბარელამდე შემცირდა, არსებობდა საფრთხე, რომ თუ აღნიშნული ტენდენცია 2016 წელსაც გაგრძელდებოდა, ირანის ნავთობის ექსპორტი ნულს მიაღწევდა.

2016 წელს ნავთობზე სანქციების მოხსნის შემდეგ, ექსპორტმა დღეში საშუალოდ 1,9 მილიონ ბარელს გადააჭარბა, ხოლო 2017 წლის იანვარში ქვეყანამ შეძლო ნავთობის ექსპორტის გაზრდა დღეში 2,3 მილიონ ბარელამდე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply