ირანი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში ნავთობზე მაღალი ფასები ნავთობის ექსპორტიორებს არ მოუტანს სარგებელს, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
“OPEC +”-ის ახალი გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების გაზრდის შესახებ ისე იქნა მიღებული, რომ ეს მის ზრდას არ გამოიწვევს, განაცხადა ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ.
”გრძელვადიან პერსპექტივაში ნავთობზე მაღალი ფასები არ მოუტანს სარგებელს “OPEC +”-ს”, – თქვა მან. მისივე თქმით, “OPEC +”-ის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ გამოიწვევს ფასების ზრდას.
“OPEC +”-ის ქვეყნების მინისტრებმა კვირას გამართულ შეხვედრაზე ერთ საათზე ნაკლებ დროში მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების აღდგენის შესახებ ამ წლის ბოლომდე, აგრეთვე შეთანხმების 2022 წლის ბოლომდე გაგრძელების შესახებ.
საბოლოო კომუნიკეში ნათქვამია, რომ “OPEC +”-ის ქვეყნები აპირებენ ნავთობის მოპოვების გაზრდას 0.4 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში “მანამ, სანამ არ დააბრუნებენ ბაზარზე 5,8 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში, რისი გაკეთებაც იგეგმება 2022 წლის სექტემბრამდე. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში შესაძლებელია ამ გეგმის გადახედვა. “OPEC +”-ის ქვეყნების მორიგი შეხვედრა 2021 წლის 1 სექტემბერს გაიმართება.