Tag Archives: #რუსეთი

რუსეთი ცდილობს მონღოლეთში ჰესების ყველა პროექტი გაყინოს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ენერგეტიკასთან და კერძოდ ჰიდრო ენერგეტიკასთან ბრძოლამ წარმოაჩინა ზოგიერთი გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობები, რომ ეს ბრძოლა გადაიყვანონ თანდათანობით უფრო რადიკალურ, შეიძლება ითქვას ექსტრემისტულ ტაქტიკაზე (მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა პანკისში მცირე ჰესის პროტესტი და ლენტეხში ხელედულას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები). თავდაპირველად, როგორც მე, ასევე ალბათ ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დაიწყო მცდელობა ტრადიციული, ზომიერი გარემოს დამცველი ორგანიზაციიდან გარდაქმნილიყვნენ ...

Read More »

„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად. კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც. კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ...

Read More »

“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ. მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის ...

Read More »

უკრაინა რუსულ გაზს ტრანზიტით კიდევ 4,5 წლის განმავლობაში გაატარებს

უკრაინა კიდევ 4,5 წლის განმავლობაში ვერ შეძლებს გაზპრომთან ხელშეკრულების გადახედვას. ამის შესახებ ენერგეტიკის ექსპერტმა დიმიტრი მარუნიჩმა განუცხადა Golos UA–ს. ”რუსეთის ფედერაციიდან გაზის ტრანზიტის შემცირების საკითხზე უკრაინას ამ ეტაპზე არაფრის გაკეთება არ შეუძლია. “გაზპრომისთვის” სატრანზიტო საჭიროება ზოგადად იკლებს, რადგან ევროკავშირში გაზზე მოთხოვნა დაბალია “, – აღნიშნა ექსპერტმა. დ.მარუნიჩის აზრით, გაზპრომს აქვს ალტერნატიული მარშრუტები და ის პირველ რიგში მათ დატვირთავს. ”კიდევ 4.5 ...

Read More »

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა

ნორვეგიულმა საერთაშორისო კომპანიამ, „დეტ ნორსკე ვერიტასმა“ გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სერტიფიკაციის პროცესი შეწყვიტა. ნორვეგიის სერტიფიკაციის და კლასიფიკაციის კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზსადენის ამუშავებისთვის საჭირო სერტიფიკატის გაცემის პროცესი ამერიკული სანქციების გამო შეწყდა. აშშ-ის სანქციები, რომელიც პირველ იანვარს, აშშ-ის კონგრესში თავდაცვის ბიუჯეტის მიღებით ამოქმედდა, ფაქტობრივად უკრძალავს უცხოურ კომპანიებს მილსადენისთვის შემოწმების, ინსპექტირების და სერტიფიკაციის სერვისების მიწოდებას. კომპანიებს 30 დღე ეძლევათ პროექტიდან გასასვლელად, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციები ემუქრებათ. ...

Read More »

კრემლმა ისაუბრა “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების შესახებ

“ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ზე მიმართულმა ახალმა ამერიკულმა შეზღუდვებმა შეიძლება გაართულოს მისი განხორციელება, მაგრამ რუსეთი და მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან ამ პროექტის დასრულებით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უახლოეს მომავალში “ჩრდილოეთის ნაკადი 2” – ის პროექტის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას გეგმავს, იტყობინება Reuters. ამავე დროს, როგორც რუსეთი, ასევე მისი ევროპელი პარტნიორები დაინტერესებულნი არიან პროექტის ...

Read More »

რუსეთი მხარს დაუჭერს “ოპეკი +”- ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდას

რუსეთი მხარს დაუჭერს “ოპეკი +” – ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდას 2021 წლის თებერვალში 500 ათასი ბარელით დღე/ღამეში, თუ ბაზარზე სიტუაცია მშვიდი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა. ” თუ სიტუაცია ნორმალური და სტაბილური იქნება, მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ ნავთობის მოპოვების ზრდას, იმიტომ, რომ ჩვენ ბაზრის შერყევის გარეშე უნდა მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს, რომელიც  პირველი იანვრიდან იყო გათვალისწინებული” ...

Read More »

რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.4%-ით შემცირდება

2020 წლის შედეგებით ნავთობის მოპოვება რუსეთში  8.4%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით, 514 მილიონი ტონამდე, ხოლო გაზის – 5%-ით, დაახლოებით 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე. “რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს, წელს ჩვენ გავალთ დაახლოებით 514 მილიონ ტონაზე, რაც 8.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, ”- თქვა მან. ნავთობის მოპოვების შემცირება უკავშირდება ...

Read More »

რუსეთის ენერგოპოლიტიკა ცხინვალის რეგიონში

2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთისგან განსხვავებით, ენერგოსფეროში სრულად გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ამ ეტაპზე, რუსეთის ფინანსური და ტექნიკური  მხარდაჭერის შედეგად, ცხინვალის რეგიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდან ხდება. მოსკოვის მიზანია განხორციელებული და ...

Read More »

სანქციები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს : ბრძოლა ბოლომდე!

ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება “ჩრდილოეთის ნაკიადი 2“-ს მიმართ ყველასთვის ცნობილია. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ მას მიუძღვის ლომის წილი იმაში, რომ დღეს რუსული “გაზპრომ“-ის 9.5 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი დაუსრულებელია და რუსეთის ბიუჯეტს მნიშვნელოვანი შემოსავლები აკლდება. ჩემი აზრით, აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის პოზიცია ამ პროექტთან მიმართებაში ძალიან სამართლიანია. რთულია არ გქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც გერმანია და ...

Read More »