რუსეთი მხარს დაუჭერს “ოპეკი +”- ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდას

რუსეთი მხარს დაუჭერს “ოპეკი +” – ის ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების ზრდას 2021 წლის თებერვალში 500 ათასი ბარელით დღე/ღამეში, თუ ბაზარზე სიტუაცია მშვიდი იქნება. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა.

” თუ სიტუაცია ნორმალური და სტაბილური იქნება, მაშინ ჩვენ შევინარჩუნებთ ნავთობის მოპოვების ზრდას, იმიტომ, რომ ჩვენ ბაზრის შერყევის გარეშე უნდა მივაღწიოთ ამ მაჩვენებელს, რომელიც  პირველი იანვრიდან იყო გათვალისწინებული” – განაცხადა ნოვაკმა.

2020 წლის ბოლოსთვის რუსეთი შეასრულებს “ოპეკი +” – ის გარიგებას თითქმის ასი პროცენტით, თქვა ნოვაკმა.

Leave a Reply