„გაზპრომი“ ბიტკოინის საწარმოს ხსნის, რომელიც გაზის ენერგიაზე იმუშავებს

რუსული „გაზპრომი“ ახალ ბიზნესში იწყებს საქმიანობას – ბიტკოინის მოპოვება. კომპანიამ გადაწყვიტა გამოიყენოს ნავთობისა და გაზის მარაგები ბიტკოინის საწარმოებლად.

კომპანია არის რუსეთის გაზის მონოპოლისტი და მსოფლიოში სიდიდით მე -10 ნავთობმწარმოებელი. „გაზპრომი“ ხელმძღვანელობს ისეთ ტრანსსასაზღვრო გაზსადენებთან დაკავშირებულ პროექტებს, როგორიცაა Nord Stream და South Stream, რომელიც რუსულ გაზს ევროპას აწვდის. “გაზპრომი” ახლა უკვე შეეცდება კრიპტოვალუტის ბაზარზე შესვლასაც.

კომპანიის ახალი ობიექტი მდებარეობს ციმბირის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში, მანსისკის რეგიონში და გამოიყენებს ადგილობრივი საბადოების გაზსა და ნავთობს, როგორც ენერგიის წყაროს. გარდა ამისა, მას აქვს საკუთარი ელექტროსადგური, რომელიც გარდაქმნის ხსენებულ  გაზს ელექტროენერგიად. ეს ყველაფერი კი ბიტკოინის წარმოებისთვის იქნება განკუთვნილი.

Leave a Reply