რუსეთში ნავთობის მოპოვება 8.4%-ით შემცირდება

2020 წლის შედეგებით ნავთობის მოპოვება რუსეთში  8.4%-ით შემცირდება წინა წელთან შედარებით, 514 მილიონი ტონამდე, ხოლო გაზის – 5%-ით, დაახლოებით 700 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე.

“რაც შეეხება ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს, წელს ჩვენ გავალთ დაახლოებით 514 მილიონ ტონაზე, რაც 8.4%-ით ნაკლებია, ვიდრე გასულ წელს, ”- თქვა მან.

ნავთობის მოპოვების შემცირება უკავშირდება “OPEC +”-ის შეთანხმების შესრულებას. ამავდროულად, ნავთობის ნაციონალური წარმოება უკვე  დაახლოებით 25%-თაა აღდგენილი მსოფლიოში მოთხოვნილებს აღდგენასთან დაკავშირებით.

Leave a Reply