“გაზპრომის” მოლაპარაკებები 2021 წელს სომხეთში გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით გრძელდება

„გაზპრომ ექსპორტმა“ და „გაზპრომ არმენიამ“ სომხეთში გაზის მიწოდების ხელშეკრულება გააგრძელეს მხოლოდ 2021 წლის პირველი კვარტლისთვის, “გაგრძელდება მოლაპარაკებები შემდგომ მიწოდებაზე” – განაცხადა რუსულმა კომპანიამ.

მარტში სომხეთის ვიცე პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა წერილით მიმართა „გაზპრომის“ ხელმძღვანელს, ალექსეი მილერს, რომელშიც შესთავაზა გლობალური ენერგეტიკული ბაზრის პროგნოზებისა და არსებული ვითარების გათვალისწინებით, ახალი მოლაპარაკებების დაწყება სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ფასის შემცირების, აგრეთვე ეროვნული ვალუტის გადასახდელების გადარიცხვის შესახებ. ამის საპასუხოდ „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ იგი საკითხს მთავრობის დონეზე განიხილავს.

„გაზპრომ არმენია“ რომლის 100% -იანი წილის მფლობელი „გაზპრომია“, აწვდის გაზს სომხეთის შიდა ბაზარს. 2019 წელს საქართველო-სომხეთის საზღვარზე გაზის ფასი გაიზარდა 165 დოლარამდე ათას კუბურ მეტრზე 2018 წელს დაფიქსირებული 150 დოლარიდან.

Leave a Reply