Tag Archives: გაზპრომი

გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

გაზი საქართველოს გარდა ყველგან იაფდება

საქართველოში გაზის გაძვირება დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას და ამ საკითხით სპეკულაცია უნდა შეწყდეს. ნავთობის გაიაფების კვალდაკვალ გაზის საერთაშორისო ფასიც დიდი სისწრაფით თავქვე მიექანება. 2016 წლიდან რუსული გაზის ღირებულება 164 დოლარამდე ჩამოვა. სპეციალისტების აზრით, საქართველომ აზერბაიჯანთან დადებულ კონტრაქტს უნდა გადახედოს და მსოფლიო ფასების გაიაფების პროპორციულად ე.წ. “სოციალური გაზის” ღირებულებაც კი უნდა შემცირდეს. გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “ყაზტრანსგაზმა” და “სოკარმა” ლარის გაუფასურების მოტივით ბუნებრივი ...

Read More »

დაიძრება თუ არა თურქული ნაკადი მკვდარი წერტილიდან?

თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტი თითქოს გაიყინა. მილსადენი განკუთვნილი იყო რუსული გაზის თურქეთში და შემდგომ ევროპაში ექსპორტისათვის. რუსული მხარის ხმამაღალი განცხადებები პირველი განშტოების მშენებლობის ივნისში დაწყების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მკაცრ რეალობას შეეჯახა. რუსეთის მისწრაფება, დაიწყოს პროექტი, საკმარისი არ აღმოჩნდა. მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამას გარდა, მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია გადაიდო. „გაზპრომმა“ დაარღვია კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გააუქმა ტენდერები, შეცვალა სამუშაო გეგმები ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, დაკარგა რა დრო და ფული. ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსული Коммерсантъ -ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 2016-2018 წლებში „გაზპრომის” ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 1000 კუბ.მეტრზე 162-194 აშშ დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული კი, Urals-ის მარკის ნავთობის დაბალ ფასს უკავშირდება. უწყება მიიჩნევს, რომ ამ მარკის ნავთობის ფასი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 ბარელზე 60 აშშ დოლარის ნიშნულს არ გასცდება. სამინისტრომ რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ...

Read More »

პუტინის ევრაზიული “ოცნება” VS გაზი, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდგომ, მოსკოვმა ფორსირებულ რეჟიმში დაიწყო მუშაობა ევრაზიული კავშირის გასაძლიერებლად. პუტინი სულ უფრო აქტიურად მართავს შეხვედრებს პოსტ საბჭოთა ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მათ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს. ოფიციალური მოსკოვი კავშირში გასაწევრიანებელ პოტენციურ წევრ ქვეყნებს სხვადასხვა სახის პრეფერენციებს სთავაზობს. ენერგომატარებლები კი რუსეთის მთავარი კოზირია, რომელსაც პუტინის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებთან “სავაჭროდ” იყენებს. რუსეთისთვის სწორედ ბუნებრივი რესურსები ხდება ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნების განხორციელების გარანტი. ამ ...

Read More »
თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

თხუთმეტი ევროპული სახელმწიფო რუსულ გაზზე უარს ამბობს

ცენტრალური და სამხრეთ ევროპული სახელმწიფოები რუსულ გაზზე უარის თქმასა და ბუნებრივი აირის ერთიანი  ბაზრის ჩამოყალიბებას გეგმავენ. გადაწყდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აირის მომწოდებელთა დივერსიფიცირება, ანუ მინიმუმ სამი  წყაროს მოძიება. შესაბამის  შეთანხმებას ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ხელი მოაწერეს ევროკომისიის ვიცე –პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა, კლიმატური ცვლილებებისა და ენერკეტიკის საკითხების ევროკომისარმა მიგელ არის კანტენტემ, ასევე  ავსტრიის, ალბანეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, იტალიის,მაკედონიის, რუმინეთის,  სლოვაკეტის, სლოვენიის, უნგრეთის, სერბეთის, ...

Read More »
უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

უკრაინამ რუსული გაზის შესყიდვა შეაჩერა

რუსეთისა და უკრაინის დაპირისპირება ენერგომატარებლების ტრანსპორტირებისა და მიწობის პრეცესებზეც აისახა. ვენაში, რუსეთთან საგაზო საკითხებზე უშედეგო სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ევროკომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, უკრაინამ 1 ივლისიდან რუსული გაზის იმპორტი შეაჩერა. “ვიდრე რუსეთთან ფასის თაობაზე არ მოვილაპარაკებთ, რუსეთიდან გაზს აღარ ვიყიდით. ამისთვის სხვა წყაროებს გამოვიყენებთ”, – განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა. მისივე თქმით, მესამე კვარტალში უკრაინა “გაზპრომისგან” ათასი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

ევროპას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმედი აქვს, თუმცა აზერბაიჯანი უკვე ახლა განიცდის გაზის დეფიციტს. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ მზადაა რესპუბლიკის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის გაზი მიაღწევს ევროპას, მაგრამ 10 მილიარდი კუბური მეტრი არის მაქსიმუმი, რაც აზერბაიჯანს შეუძლია გაიღოს. ევროკავშირის მოთხოვნა კი 2030 წელს 100–150 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანისთვის გაზის მისაწოდებლად. მიმდინარე წლამდე კი რუსული ...

Read More »
ფიქალის გაზი „გაზპრომს“ ავიწროებს

ფიქალის გაზი „გაზპრომს“ ავიწროებს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ რუსული გაზის ექსპორტისა და ფასების პროგნოზი მნიშვნელოვნად შეამცირა. გაზის ექსპორტის ხარჯზე კი რუსეთი ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლის დიდი ნაწილის ფორმირება ხდება. როგორც ”როიტერს” მთავრობის წარმომადგენელმა შეატყობინა, სამინისტრო ელოდება, რომ რუსეთი 2012 წელში 193 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექსპორტს განახორციელებს. 2015 წელს კი, 209 მილიარდს. აპრილში, უწყების პორგნოზი გაცილებით ოპტიმისტური იყო. კერძოდ, 2012 წელს რუსეთს 212 მილიარდი კუბური ...

Read More »