დაიძრება თუ არა თურქული ნაკადი მკვდარი წერტილიდან?

თურქული ნაკადის გაზსადენის პროექტი თითქოს გაიყინა. მილსადენი განკუთვნილი იყო რუსული გაზის თურქეთში და შემდგომ ევროპაში ექსპორტისათვის. რუსული მხარის ხმამაღალი განცხადებები პირველი განშტოების მშენებლობის ივნისში დაწყების შესახებ ენერგეტიკული ბაზრის მკაცრ რეალობას შეეჯახა. რუსეთის მისწრაფება, დაიწყოს პროექტი, საკმარისი არ აღმოჩნდა.

მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა. ამას გარდა, მშენებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ოპერაცია გადაიდო. „გაზპრომმა“ დაარღვია კონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, გააუქმა ტენდერები, შეცვალა სამუშაო გეგმები ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით, დაკარგა რა დრო და ფული.

არსებობს მიზეზების მთელი რიგი, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა. უარყოფითი გავლენა იქონია რუსული მონოპოლისტის უუნარობამ, შეთანხმებულიყო გაზის ფასზე. თურქეთმა მტკიცე უარი განუცხადა „გაზპრომს“ შემოთავაზებულ ფასზე. მოსკოვს ანკარასთან მთავრობათაშორისი შეთანხმებაც კი არ აქვს, რაც, სულ ცოტა, 1-ელ ნოემბრამდე მაინც არ შედგება, სანამ თურქეთი განმეორებით საპარლამენტო არჩევნებს მართავს.

Untitled

 

მოსკოვმა უნდა გაითავისოს ის ფაქტი, რომ სიტუაცია ენერგეტიკულ რუკაზე შეიცვალა. რუსეთის ჰეგემონია გაზის ევროპულ ბაზარზე საფრთხის წინაშეა, მას შემდეგ, 8 რაც აზერბაიჯანის ინიციატივით „სამხრეთის დერეფნის“ რეალიზაცია დაიწყო. ევროპა ახდენს გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიცირებას. ამჟამად, მას უფრო დამაჯერებლად შეუძლია, დაუპირისპირდეს რუსეთს ძირეულ საკითხებში გაზთან მიმართებით.

როგორც მოსალოდნელია, თურქეთი რეგიონში გაზის მიწოდების მთავარ ცენტრად იქცევა. რა თქმა უნდა, ანკარასათვის „თურქული ნაკადი“ ამ მიზნის მისაღწევად კარგი საფუძველი იქნება. ამასთან, თურქეთს „სამხრეთის დერეფანში“ მონაწილეობა რუსული პროექტის განხორციელებაში უპირატესობას აძლევს.

თურქეთს მშვენივრად ესმის, რომ მის გარეშე პროექტი ვერ შედგება. თუ შედგება, მას სხვა სახელი და კონცეფცია ექნება. მოკლედ, ეს სრულიად სხვა პროექტი იქნება. „თურქული ნაკადის“ გარშემო განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ პირობებს ანკარა კარნახობს.

კერძოდ, იუწყებოდნენ, რომ „გაზპრომი“ იძულებული იქნება, შეამციროს მილსადენის დაგეგმილი სიმძლავრე. ამაზე მიუთითებს სამთავრობოთაშორისო შეთანხმებაში ნახსენები ოთხიდან მხოლოდ ერთი განშტოება.

შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება ფინანსური მიზეზებით იყო გამოწვეული. ბოლო დროს ენერგომატარებლებზე ფასები მნიშვნელოვნად დაეცა. შესაბამისად, ფასების პროპორციულად შემცირდა ენერგომწარმოებელი ქვეყნების შემოსავლებიც. ამგვარ სიტუაციაში ისინი ცდილობენ ეკონომია დიდ პროექტებზე გააკეთონ, რომლებიც ჯერ არ დაწყებულა. გავიხსენოთ, რომ რუსეთი ჩინეთთან დამაკავშირებელ გაზსადენს „ციმბირის ენერგია“ აშენებს (პროექტის სავარაუდო ღირებულება 60-70 მლრდ აშშ დოლარია). ასევე, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა აღნიშნა, რომ „ციმბირის ენერგია- 2“ გაზსადენის მშენებლობა დამატებით 55 მლრდ აშშ დოლარი დაჯდება.

ამ სიტუაციაში რუსეთმა უფრო მაღალი პრიორიტეტის მიმართულების არჩევანი უნდა გააკეთოს. ყველამ იცის, რა მოუვიდა ორი კურდღლის მადევარს და როდესაც მოსკოვი საბოლოო არჩევანს გააკეთებს, სიტუაცია „თურქულ ნაკადთან დაკავშირებით“ ნათელი გახდება.

ენერგოდაიჯესტი

Leave a Reply