რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

რუსული Коммерсантъ -ის ცნობით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს პროგნოზით, 2016-2018 წლებში „გაზპრომის” ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 1000 კუბ.მეტრზე 162-194 აშშ დოლარამდე შემცირდება. აღნიშნული კი, Urals-ის მარკის ნავთობის დაბალ ფასს უკავშირდება.

უწყება მიიჩნევს, რომ ამ მარკის ნავთობის ფასი მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 ბარელზე 60 აშშ დოლარის ნიშნულს არ გასცდება.

სამინისტრომ რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითადი პარამეტრების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წელს რუსული ბუნებრივი აირის ფასი რეკორდულად დაბალი იქნება და 1000 კუბ.მეტრი 164 აშშ დოლარი ეღირება, 2017 წელს – 184 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წელს – 194 აშშ დოლარი.

2014 წელს ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასი 351 აშშ დოლარი იყო, 2015 წელს – 237 აშშ დოლარი.

სამინისტროს პროგნოზით, ბუნებრივი აირის ექსპორტის მოცულობა, 2018 წლისთვის, 170,2 მილიარდიდან 184 მლრდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. იგეგმება, რომ უკრაინისთვის მიწოდება 2016-20018 წლებში 10-14 მლრდ კუბ.მეტრს მიაღწევს, აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ჯერჯერობით უკრაინას მხოლოდ 3,7 მლრდ კუბ.მეტრი აქვს შესყიდული.

ენერგოპლატფორმა

Leave a Reply